ასოციაცია SEU-ს კურსდამთავრებულებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებში, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებას.
ასოციაციის მიზანია დაეხმაროს კურსდამთავრებულებს, სტუდენტებსა და უნივერსიტეტს უწყვეტი კავშირის ჩამოყალიბებაში, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ წინსვლასა და უნივერსიტეტის საქმიანობის მხარდაჭერას.
ასოციაციის შექმნის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს:
თუ გსურთ გააძლიეროთ თქვენი პროფესიული კავშირები, გაუზიაროთ გამოცდილება მომავალ თაობებს და მიიღოთ მონაწილეობა საინტერესო ღონისძიებებში, შეუერთდით ასოციაციას!
ასოციაციის წევრობის უფლება აქვს SEU-ს ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს და წევრების რაოდენობაც არ არის შეზღუდული;
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
დარეგისტრირდი
დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით კურსდამთავრებულთა დებულებას ან მიმართეთ კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს ელ ფოსტაზე: career@seu.edu.ge
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, სადაც უფრო დეტალურად გაიგებთ ასოციაციის წევრობის უპირატესობებისა და დაგეგმილ აქტივობების შესახებ.