არ მსურს გამოწერა

სამაგისტრო პროგრამები

განათლების ადმინისტრირების სკოლა

განათლების ადმინისტრირების სკოლის სამაგისტრო პროგრამა ზოგადი და უმაღლესი განათლების ადმინისტრირებაში უზრუნველყოფს განათლების სფეროს მომავალი ლიდერის, ადმინისტრატორისა და მკვლევარის მომზადებას, რომელსაც ფუნდამენტურად გააზრებული აქვს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები და არსებული გამოწვევები მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა, საგანმანათლებლო სისტემების კუთხით და ფლობს აქტუალურ ცოდნას განათლების სისტემის მდგრადი განვითარებისთვის.

სტუდენტს შესაძლებლობა აქვს აარჩიოს უმაღლესი ან ზოგადი განათლების ადმინისტრირების მიმართულება. პროგრამა სავალდებულო სავალდებული სასწავლო კურსებთან და კვლევით კომპონენტთან ერთად ითვალისწინებს საკონსულტაციო პროექტის მომზადებას განათლების სფეროს აქტუალურ პრობლემებზე

სოციალური მეცნიერებების სკოლა

სოციალურ მეცნიერებათა სკოლა ახორციელებს სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამას, რომლის ფარგლებში აქტუალური სამეცნიერო თეორიების შესწავლის პარალელურად უზრუნველყოფილია სტუდენტების პრაქტიკა სოციალურ ფსიქოლოგიური დიაგნოსტირებისა და ტრენინგის დაგეგმვის ნაწილში, ასევე გამოყენებითი ხასიათის კვლევითი ნაშრომის მომზადება.

ბიზნესის მართვის სკოლა

ბიზნესის მართვის სკოლა უზრუნველყოფს მაგისტრანტების მომზადებას ფინანსური სექტორისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში წამყვან პოზიციებზე მუშაობისთვის, მათთვის სტრატეგიული, ანალიტიკური და საკონსულტაციო უნარების განვითარებას, ცვლილებების მართვასა და გუნდის ხელმძღვანელობის შესაძლებლობის ჩამოყალიბებას.

ბიზნესის მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამები უზრუნველყოფენ სტუდენტებისთვის, როგორც აქტუალური თეორიული ბაზისის, ასევე ეფექტური კვლევითი და პრაქტიკული უნარების ფორმირებას.

სამართლის სკოლა

სეუ-ს სამართლის სკოლა ახორციელებს სამართლის სამაგისტრო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს კვალიფიციური და სამართლებრივი ღირებულებების მქონდე დარგის სპეციალისტის მომზადებას.

პროგრამის ფარგლებში შეისწავლება სისხლის, კერძო, საერთაშორისო და საჯარო სამართლის პრობლემატური საკითხები, გათვალისწინებულია სამოქალაქო განათლების პრაქტიკული კურსის (street law) სწავლება, იურიდიული კლინიკა და ინტერდისციპლინარული კვლევითი ნაშრომის მომზადება.