სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ფსიქოლოგია

პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზნებია:

• მისცეს სტუდენტს ფსიქოლოგიის მეცნიერებისა და მისი დარგების შესახებ თეორიული ცოდნა. შეასწავლოს ფსიქოლოგია როგორც მეცნიერება, გააცნოს ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგი, ამ დარგების ცნებითი აპარატი, თეორიები, მეთოდები, თანამედროვე მეცნიერებისთვის აქტუალურ კონტექსტში.

• ჩამოუყალიბოს ცოდნა პიროვნების, მისი განვითარების, შემეცნების და სოციალიზაციის პროცესის შესახებ - მისცეს სტუდენტს რელევანტურ მეცნიერულ ბაზისზე დაფუძნებული ცოდნა ადამიანში მიმდინარე პროცესების, ადამიანის, საზოგადოებისა და გარემოს ურთიერთქმედებების პროცესებზე.

• განუვითაროს მოვლენების ფსიქოლოგიური ხედვა, პროცესების ანალიზის, შეფასების, ინტერპრეტაციისა და კრიტიკულად გააზრების უნარი.

• აღჭურვოს ფსიქოლოგიური კვლევისა და ექსპერიმენტის შესახებ თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით. სტუდენტები სწავლობენ კვლევის რაოდენობრივ და თვისებრივ მეთოდოლოგიას, ეუფლებიან ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის ტექნიკას, განივითარებენ მონაცემთა შეგროვების, სტატისტიკური დამუშავების და წარმოდგენის უნარებს.

• გააცნოს ფსიქოლოგიური ქვედარგების სპეციფიკა და ფსიქოლოგიის პრაქტიკული ღირებულება - დარგში მომუშავე პროფესიონალების პრაქტიკული გამოცდილება სამუშაო გარემოს ფსიქოლოგია, ფსიქოლოგებისა თუ მულტიდისციპლინარულ გუნდში მუშაობის თავისებურებები, ბენეფიციარებთან ურთიერთობის ასპექტები, პროფესიული ეთიკის დამკვიდრებისა და დაცვის მნიშვნელობა.

სწავლის შედეგები

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული:

• აცნობიერებს ადამიანთა ფსიქიკური პროცესების ბუნებას ფიზიკურ და სოციალურ გარემოში აღმოცენებულ ძალებთან ურთიერთკავშირში;


• ერკვევა ფსიქოლოგიის სხვადასხვა თეორიულ მიდგომათა და ემპირიულ კვლევათა საკვანძო პრობლემატიკაში კლასიკური ფსიქოლოგიიდან უახლესი პერიოდის მიმდინარეობების ჩათვლით, არჩევს ფსიქოლოგიის მეცნიერების მეთოდებსა და ამოცანებს;


• იცნობს უმაღლესი ნერვული სისტემის და მისი სტრუქტურულ-ფუნქციონალურ ერთეულთა მოქმედების თავისებურებებს, ტვინის სისტემური ორგანიზაციის ფუნქციებს, აღწერს ფსიქიკურ პროცესთა ფიზიოლოგიურ მექანიზმებს, ხსნის ფსიქიკურ პროცესთა (აღქმა, ყურადღება, მეხსიერება) ფიზიოლოგიურ მექანიზმებს;


• აღწერს პიროვნების განვითარების მახასიათებლებს, განიხილავს ადამიანის ფსიქიკური ფუნქციონირების გამოვლინების მრავალგვარობას, ფსიქიკური ფუნქციების განვითარებაზე მოქმედ ფაქტორებს, მოვლენებს და ხსნის მათ კანონზომიერებებს;


• აღწერს სოციალური ფსიქოლოგიის ძირითად ცნებებს, კატეგორიებს, პრინციპებს, თავისებურებებს და მათ საფუძველზე ახდენს სოციალური მოვლენებისა და ინტერპერსონალური ურთიერთობების შეფასებას, ანალიზს და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების იდენტიფიცირებას. სოციალური ურთიერთქმედების კანონზომიერებათა საფუძველზე ხსნის ადამიანის, როგორც სოციალური არსების, ქცევის მიზეზებს, მოტივებსა და შედეგებს. აკავშირებს სოციალური ურთიერთქმედების კანონზომიერებებს ინდივიდის, სუბიექტისა და პიროვნების ქცევაზე გავლენასთან, განსაზღვრავს სოციალური ურთიერთობების ფორმირების თავისებურებებს, აღწერს სოციალურ ჯგუფებთან მიკუთვნებულობით განპირობებული ქცევისა და მოქმედების კანონზომიერებებს;


• აცნობიერებს პიროვნების ქცევას, როგორც გარემოს, ინდივიდუალური განსხვავებულობისა და პირადი გამოცდილების პროდუქტს, ახდენს ქცევის სტრუქტურისა და მის საფუძვლადმდებარე პროცესებისა და ფსიქიკური მექანიზმების იდენტიფიცირებას. იცნობს პიროვნების შესახებ თანამედროვე თეორიებს. იცნობს და ურთიერთს ადარებს ადამიანის პიროვნების გაგების ბიო-გენეტიკურ, სოციო და პერსონოლოგიურ მიდგომებს;


• იცნობს კოგნიტური ფსიქოლოგიის მიდგომას ადამიანის ფსიქიკის შეფასებადი გამოვლინებების აღსაწერად, ადამიანის შემეცნებით პროცესების შესწავლის მეთოდოლოგიას, განასხვავებს ფსიქიკის კოგნიტურ და აფექტურ პროცესებს;

 
• იცნობს ქართული ფსიქოლოგიური სკოლის კლასიკურ მიდგომას ქცევის მიზანშეწონილობის ამხსნელი განწყობის თეორიასთან მიმართებით და შეუძლია პიროვნების განწყობის ტიპების დადგენა და განწყობის ბუნების განსაზღვრა ფიქსირებული განწყობის კლასიკური მეთოდის გამოყენებით;


• ირჩევს ემპირიული მონაცემების მოსაპოვებლად ადეკვატურ მეთოდებს, ავლენს ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის ჩატარებისა და შედეგების დამუშავების თეორიულ და პრაქტიკულ უნარებს;


• ახდენს ინფორმაციის ინტერპრეტირებას რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების გამოყენებით, სტატისტიკური მნიშნვნელოვნობისა და მიზეზ-შედეგობრიობის გათვალისწინებით, SPSS გამოყენებით გარდაქმნის პირველად მონაცემებს მისთვის საჭირო ცვლადებად, გაიანგარიშებს აღწერითი და დასკვნითი სტატისტიკის მაჩვენებლებს, აკავშირებს ერთმანეთთან და ადგენს მათ შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. მიღებული შედეგების შეფასებით ახდენს დასკვნის გაკეთებას და პროგნოზირებას. აკადემიური სტილის ნორმების დაცვით, უზრუნველყოფს კვლევის შედეგების პრეზენტირებას;

ჩარიცხვის პირობები

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი (ატესტატი) ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი და რომელიც, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვებს სწავლის უფლებას აღნიშნულ პროგრამაზე და გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას სეუ-ში.

ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე


ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასაშვებია:


• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;

• საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;


• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;


• საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.


• უნივერსიტეტი ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მოპოვების მსურველი პირების პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით ატარებს გასაუბრებას და უზრუნველყოფს აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობას.

დასაქმების სფერო

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია ჩაერთოს ფსიქოლოგიისა და მომიჯნავე დარგებში პრაქტიკულ საქმიანობაში. კურსდამთავრებულის კომპეტენცია საშუალებას აძლევს მას იმუშაოს ნებისმიერ ორგანიზაციაში, სადაც მნიშვნელოვანია ე. წ. ,,ადამიანური ფაქტორის” გათვალისწინება და ადამიანის რესურსების განვითარება. პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამედიცინო დაწესებულებებში, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურებში, ტრენინგ-ცენტრებში, კვლევით ორგანიზაციებში, სასჯელაღსრულების სისტემაში, ბავშვთა და მოზრდილთა სარეაბილიტაციო და ფსიქოკონსულტირების ცენტრებში.


კურსდამთავრებულის დასაქმების სავარაუდო პროფილი - მცირე ორგანიზაციაში - ფსიქოლოგად, ხოლო საშუალო და დიდი ზომის ორგანიზაციებში - ფსიქოლოგის ასისტენტად, ტრენინგის ფასილიტატორად, მონაცემთა ანალიტიკოსად, ან ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტად, არჩეული ქვედარგის შესაბამისად.
ნებისმიერ პროფილის ფსიქოლოგიური დახმარების დაწესებულებაში კურსდამთავრებულს შეუძლია იმუშაოს ასისტენტ ფსიქოლოგად დასაქმების ადგილას მომუშავე პროფესიონალი ფსიქოლოგის ხელმძღვანელობით.


კურსდამთავრებულთა დასაქმების პოზიციები:

• კვლევა/კვლევითი ჯგუფი (მკვლევრის ასისტენტი, მკვლევარი, მონაცემთა ანალიტიკოსი);


კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით:

• სამედიცინო ორგანიზაცია (ფსიქოლოგის ასისტენტი, ასისტენტი)
• თერაპიული ცენტრი (ფსიქოთერაპევტის ასისტენტი, ფსიქოლოგი)
• სოციალური ცენტრი (ფსიქოლოგი, ჯგუფის ლიდერი)
• ფსიქოკონსულტირების ცენტრი (ფსიქოლოგის ასისტენტი)
• სასჯელაღსრულების დაწესებულება (ფსიქოლოგის ასისტენტი)


სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით:

• ტრენინგ ცენტრი (ტრენერის ასისტენტი, ფასილიტატორი)
• სასჯელაღსრულების ორგანიზაცია (ფსიქოლოგის ასისტენტი)


შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულებით:


• ადამიანური რესურსების მართვა (უმცროსი სპეციალისტი)
• ადმინისტრაციული დეპარტამენტი (სპეციალისტი)
• ტრენინგ ორგანიზაცია (ტრენერის/ქოუჩის ასისტენტი, ტრენინგის ფასილიტატორი)


განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგიის მიმართულებით:
• სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულება (ფსიქოლოგი, ფსიქოლოგის ასისტენტი, მშობელთა კონსულტანტი)
• სსს აღსაზრდელთა დაწესებულება (მულტიდარგობრივი ჯგუფის წევრი)
• ზრდასრულთა საგანმანათლებლო დაწესებულება (ფსიქოლოგის ასისტენტი)
• სახელმწიფო დაწესებულება (უმცროსი სპეციალისტი, ფსიქოლოგი)



იხილეთ ფსიქოლოგიის პროგრამა სრულად

ზოგადი ინფორმაცია

ფსიქოლოგია

Message body empty