სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სამართლის სამაგისტრო პროგრამა

პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამის მიზნებია:

• შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის სფეროში არჩეული კონცენტრაციის ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის განზოგადებით ან/და შედარებითსამართლებრივი მეთოდოლოგიის გამოყენებით;


• გამოუმუშაოს ინოვაციური მიდგომები ნორმის სწორად ინტერპრეტაციის, რთული სამართლებრივი პრობლემების კომპლექსურად შეფასების და საბოლოოდ სამართლებრივი ამოცანის გადასაწყვეტად;


• შესძინოს შესაბამისი სფეროს უახლესი მიღწევების გაცნობისა და მეცნიერულ-თეორიული და პრაქტიკული კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარი;


• გამოუმუშავოს კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის სფეროში საკუთარი კომპლექსური და ორიგინალური სამართლებრივი დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;


• გამოუმუშაოს აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით აკადემიური და პროფესიული საზოგადოებისთვის წერილობითი და ზეპირი ფორმით ქართულ და უცხო ენებზე საკუთარ კვლევის შედეგების და სამართლებრივი დასკვნების არგუმენტირებულად გადაცემის უნარი;


• გამოუმუშავოს სამართლის სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას პროფესიული ეთიკისა ნორმების დაცვითა და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით მოქმედების უნარი.

სწავლის შედეგები

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული:

•  ფლობს ღრმა და სისტემურ თეორიულ ცოდნას კერძო, სისხლის ან/და საჯარო სამართლის სფეროში კომპლექსური ან/და ინტერდისციპლინური პრობლემების გადაწყვეტის ახლებური ხედვის ფორმირებისათვის;


•  აღწერს ეროვნული და უცხოური სამართლის მიღწევებს, ნაციონალური და/ან საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკისა და პრეცენდენტების განვითარების პერსპექტივებსა და ძირითად ტენდენციებს, საერთაშორისო და ეროვნული სამართლის ურთიერთკავშირისა და ურთიერთმიმართების პრობლემებს;


• ხსნის საერთაშორისო სამართლის ან/და ევროკავშირის სამართლის ეროვნულ სამართალზე ზემოქმედების ასპექტებს, განსაზღვრავს კომპარატივისტიკის მეთოდის გამოყენების მნიშვნელობას.


• აღწერს ეთიკის წესებს და დისციპლინური სამართლაწარმოების თავისებურებებს.


• ფლობს სამეცნიერო კვლევის თანამედროვე დარგობრივ მეთოდებს, აკადემიური პატიოსნების წესებსა და აკადემიური ეთიკის საკითხებს, პროფესიული სამეცნიერო ტექსტების შექმნის ძირითად წესებსა და და პრინციპებს.

უნარი:


საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული:


• ამოიცნობს და კომპლექსურად აფასებს კერძოსამართლებრივ, სისხლისამართლებრივ ან საჯაროსამართლებრივ რთულ პრობლემებსა და იურიდიული შემთხვევის ფაქტობრივ გარემოებებს, ახორციელებს რთული და არასრული ინფორმაციის ინოვაციურ სინთეზს, კრიტიკული ანალიზისა და შედარებითსამართლებრივი მეთოდის გამოყენებით შეიმუშავებს პრობლემის გადაწყვეტის ახალ, ორიგინალურ გზებს და აყალიბებს დასკვნებს.

• განმარტების მეთოდის გამოყენებით, კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე, შეიმუშავებს საკუთარ ორიგინალურ სამართლებრივ ხედვას და განსაზღვრავს საკუთარი გადაწყვეტილებების დადებით და უარყოფით შედეგებს;

• გადასცემს საკუთარი კვლევის შედეგებს და სამართლებრივ დასკვნებს, აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით, აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებას წერილობითი და ზეპირი ფორმით მშობლიურ და უცხოურ ენებზე;

• აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით დამოუკიდებლად წარმართავს კვლევის პროცესს. იფართოებს ცოდნას უახლოესი მეთოდების გამოყენებით პირველადი წყაროების, სამეცნიერო სტატიებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების განზოგადებული ანალიზის მეშვეობით.



პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა:


საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული:


• პატივს სცემს და აღიარებს პროფესიულ და დემოკრატიულ ღირებულებებს, ეთიკის და აკადემიური პატიოსნების სტანდარტებს, სამეცნიერო კვლევის ეთიკურ შედეგებს;

• მართავს კომპლექსურ, არაპროგნოზირებად ან მულტიდისციპლინურ სასწავლო ან/და სამუშაო გარემოს და თავისუფლად ადაპტირდება ახალი სტრატეგიული მიდგომების მეშვეობით განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანთა მრავალფეროვან ჯგუფებში. გააჩნია მაღალი დონის პირადი ავტონომია და ანგარიშვალდებულება, შეუძლია პასუხისმგებლობის აღება სხვების საქმიანობაზე და მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაზე;

• ახორციელებს თეორიული კომპონენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზს, ცოდნის გაფართოებას პირველადი წყაროების, სამეცნიერო სტატიებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების განზოგადებული ანალიზის მეშვეობით, შესაბამისი სფეროს უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით.

დაშვების წინაპირობა

სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები და პროცედურები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, გაწერილია სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში, განთავსებულია ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისათვის.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება ერთიანი სამაგისტრო გამოცდისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ დადგენილი წესით სპეციალობაში და უცხო ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული ) 1 მისაღები გამოცდის ჩაბარების შედეგად. იგი მოიპოვებს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას.

ინგლისურენოვანი კომუნიკაციის კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატით:

ა.) BEC exam and CELS exam – Vantage

ბ.) Cambridge exam – FCE

გ.) Pritman ESOL International

დ.) TOEIC – 541

ე.) TOEFL – 500 (Paper - based)

173 (Computer - based)

72 (Internet - based)

ზოგადი ინფორმაცია

სამართლის სამაგისტრო პროგრამა