სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ტურიზმი

პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანი

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებია:

• განუვითაროს სტუდენტებს თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემაში ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების, გარემოსდაცვითი და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ტურისტული დანიშნულებით ექსპლუატაციისთვის შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული უნარები; 

• გაარკვიოს სტუდენტები ტურისტული ინდუსტრიის მმართველობით და დარგობრივ სტრუქტურაში, შეასწავლოს მათ ტურისტული ბაზრის სამომხმარებლო ღირებულებების ფორმირების მექანიზმი, მსოფლიო ტურისტული ინდუსტრიის თანამედროვე მდგომარეობა და მდგრადი განვითარების ტენდენციები/პერსპექტივები;

• განუვითაროს სტუდენტებს ტურისტული მომსახურების სისტემაში, ტურისტებთან ურთიერთობის სერვისის, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

სწავლის შედეგები

• განმარტავს ტურიზმის სფეროში გამოყენებულ ძირითად ცნებებს, ტერმინებს და კანონმდებლობის მოთხოვნებს.

• აცნობიერებს ტურიზმის მენეჯმენტის ძირითად კონცეფციებს და მოდელებს, ტურიზმის სფეროს შესწავლის მნიშვნელობას; ახდენს ტურიზმის ინდუსტრიის სტრუქტურაში შემავალი ერთეულების/ სუბიექტების კლასიფიკაციის იდენტიფიცირებას; აანალიზებს ტურიზმის მმართველობით კატეგორიებს და მათ ფუნქციონალურ მახასიათებლებს ტურიზმის მენეჯმენტის სისტემაში.


• აღწერს ტურიზმის მარკეტინგის სფეროში ტურისტული მომსახურებისადმი მომხმარებელთა მიერ წამოყენებულ მოთხოვნა /მოლოდინებს, ტურისტული მიმართულებები და ღონისძიებების რეკლამირებას. არჩევს ტურიზმის საწარმოს ეკონომიკური და ფინანსური რეალიზაციის თავისებურებებს.


• აცნობიერებს მომსახურების ტექნოლოგიების (ტრანსპორტი, განთავსება, კვება) მართვის ზოგად ამოცანებს: სასტუმრო ბიზნესის განვითარების, სასტუმროს პერსონალის ფუნქციების, კვებისა და ტურისტთა სატრანსპორტო უზრუნველყოფის საკითხებს.


• აღწერს ტურიზმის რეგიონულ ღირსშესანიშნაობებს. არჩევს მსოფლიოს ტურისტულ რაიონებს, მათ იერარქიასა და ტიპოლოგიას. აანალიზებს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების გლობალურ და რეგიონულ ასპექტებს.


• ახდენს საქართველოს ტურისტული რესურსების ბუნებრივ-რეკრეაციული და საკურორტო-ტურისტული პოტენციალის ხარისხობრივი მახასიათებლების იდენტიფიცირებას. აღწერს საქართველოს რეგიონებში არსებული სტრატეგიული ტურისტული რესურსებისა და მათთან დაკავშირებული შესაბამისი ინფრასტრუქტურის მდგომარეობას.


• აცნობიერებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში კულტურული და ეთნოგრაფიული ტურიზმის, როგორც პრიორიტეტული მიმართულებების მნიშვნელობას საერთაშორისო მოგზაურობებში.


• ახდენს თანამედროვე საბუნებისმეტყველო ტურიზმის დარგობრივი მიმართულებების (ეკოლოგიური, აგრო, სამკურნალო-კურორტოლოგიური) იდენტიფიცირებას; ცალკეული მიმართულებების შესაბამისად რესურსული პოტენციალისა და შესაძლებლობების შეფასებას.


• ახორციელებს მიზნობრივ-თემატური ტურისტული პროდუქტის შექმნას, ტურების/ექსკურსიების დაგეგმვას, თვითღირებულების გამოთვლასა და ფასის დადგენას.


• ახორციელებს ბილეთების დაჯავშნას საერთაშორისო დაჯავშნის სისტემების გამოყენებით: ტრანსპორტირებას, განთავსებას, კვებას, ცალკეული ჯგუფებისა და ინდივიდებისათვის.

ჩარიცხვის პირობები

ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი (ატესტატი) ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი და რომელიც, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვებს სწავლის უფლებას აღნიშნულ პროგრამაზე და გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას სეუ-ში.


ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე


ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასაშვებია:

• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;

• საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;


• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;


• საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.


• უნივერსიტეტი ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მოპოვების მსურველი პირების პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით ატარებს გასაუბრებას და უზრუნველყოფს აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობას.

პროგრამის დასაქმების სფერო

კურსდამთავრებულთა დასაქმების ორგანიზაციები

ტურიზმის პროგრამის ათვისების შედეგად მიღებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულს დასაქმდეს და დაიკავოს შესაბამისი სამსახურებრივი პოზიციები როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში:

▪ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;
▪ ტურისტული ფირმები;
▪ საკურორტო და რეკრეაციული კომპლექსები;
▪ საექსკურსიო ბიუროები;
▪ განთავსების სისტემები;
▪ მუზეუმები და ტურისტული ინდუსტრიის სხვა ობიექტები.
კურსდამთავრებულის დასაქმების პოზიციები
▪ სპეციალისტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში;
▪ განთავსების სისტემის ადმინისტრატორი;
▪ მომსახურების გაყიდვების სპეციალისტი;
▪ ტურაგენტი;
▪ სერვისის სპეციალისტი;
▪ ტუროპერატორი;
▪ ტურების გაყიდვების სპეციალისტი;
▪ სატრანსპორტო განყოფილების სპეციალისტი.


იხილეთ ტურიზმის პროგრამა დეტალურად

ზოგადი ინფორმაცია

Message body empty