სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ფინანსები

პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამის მიზნებია:

•  უზრუნველყოს სტუდენტები ფართო თეორიული ცოდნით ფინანსების სფეროსა და მის ძირითად მიმართულებებში, როგორიცაა ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი, კორპორაციული ფინანსები, საგადასახადო ადმინისტრირება და დაბეგვრა, ფინანსური მენეჯმენტი, კონტროლი და რეპორტინგი;

•  განუვითაროს ლოგიკური აზროვნების უნარი ფინანსური მენეჯმენტის ფუნქციების შესრულებისას საჭირო ამოცანების გადასაწყვეტად. სტუდენტები ავითარებენ მათემატიკურ აპარატსა და ეცნობიან სტატისტიკურ მეთოდებს; ითვისებენ კვლევისთვის საჭირო რაოდენობრივ და ხარისხობრივ ინსტრუმენტებს;

•  შესძინოს პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის და პრაქტიკული უნარების საფუძველზე ეფექტური ორგანიზაციული სტრუქტურის, დარგობრივი და სხვა სფეროს წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი და კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბების შესაძლებლობა;

•  შესთავაზოს პრაქტიკის დაუფლების შესაძლებლობა ფინანსების ისეთ პროფილურ ქვედარგებში როგორიცაა: აუდიტი; გადასახადები და კორპორაციული ფინანსები.

•  განუვითაროს გუნდში მუშაობის და მისი მართვის უნარი. კერძოდ, სტუდენტები აცნობიერებენ სამუშაო გარემოს ფსიქოლოგიას; ეცნობიან გუნდში მუშაობის თავისებურებებს; სწავლობენ გუნდში მუშაობისას პრობლემებზე სწრაფი რეაგირებისა და კონფლიქტის გადაწყვეტის გზებს;

•  უზრუნველყოს მმართველობითი და აღმასრულებელი როლისა და ფუნქციების შესრულებით, რომელიც გულისხმობს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ფაზაში ტრანსფორმირებას და პრაქტიკული კომპონენტების გაძლიერებას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სწავლობენ კორპორაციების ფინანსური მდგომარეობის ანალიზსა და შეფასებას, ასევე, წმინდა მიმდინარე ღირებულების მეთოდის გამოყენებით საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებას; გამოიმუშავებენ მმართველობითი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო საიმედო სააღრიცხვო ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და ანალიზის პროფესიულ უნარებს; მოიპოვებენ აუდიტორული მტკიცებულებების და მათი დამაჯერებლობის შეფასებას.

სწავლის შედეგები

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული:

•  აცნობიერებს ეკონომიკურ გარემოს, დარგში მიმდინარე პროცესებს და მოვლენებს, შეუძლია ბიზნესგარემოს ანალიზი, ინდუსტრიის, კონკურენტებისა და მომხმარებლების ანალიზი.

•  იცნობს ბიზნეს ტერმინოლოგიას, მეთოდებს, პრინციპებს, თეორიებს და კონცეფციებს, აგრეთვე ბიზნესის თავისებურებებსა და გამოწვევებს.

•  აცნობიერებს ფინანსების მიმართულების საერთო სტრუქტურას და ქვედარგებს შორის ურთიერთკავშირს, როგორიცაა კორპორაციული ფინანსები, ფინანსური აღრიცხვა და კონტროლი; გადასახადები და აუდიტი.


•  ახდენს ბუღალტრული გატარებების წარმოებას; სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის მეთოდების იდენტიფიცირებას და განსხვავებების აღმოჩენას.


•  აანალიზებს ბუღალტრული ბალანსის, მოგება-ზარალის უწყისის, ფულადი ნაკადების და კაპიტალის მოძრაობის შესახებ ინფორმაციას.


• ბუღალტრულ ჩანაწერებზე დაყრდნობით ახორციელებს ფინანსური ანგარიშგების კომპილაციას და ფინანსური აუდიტის დაგეგმვა-განხორციელებას, კანონის შესაბამისად განსაზღვრული მოთხოვნების იდენტიფიცირებას საწარმოს კატეგორიის შესაბამისად.


• იყენებს ფინანსური ანგარიშებისა და უწყისების ანალიზის და შეფასების მოდელებს, წარმოებისა და მომსახურე კომპანიის შიდა ფინანსური ინფორმაციას ხარჯთაღრიცხვის, დივიდენდების პოლიტიკის და სასესხო რესურსების მართვის, ბიუჯეტირებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.


• განასხვავებს კომპანიის ფინანსური ღირებულების შეფასების მეთოდებს, კომპანიის ფასიანი ქაღალდების ფასის ზრდის ტენდენციებს. იყენებს ფინანსური ბაზრების ანალიზს, რისკების მართვას, კომპანიის ფინანსური რესურსების სწორად წარმართვას.


• იცნობს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფუნქციონირების საფუძვლებს, აღწერს საგადასახადო რეფორმების მიმართულებებს საქართველოს ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე, იყენებს საგადასახადო დეკლარაციების შევსების ელექტრონულ სისტემებს, ახდენს საგადასახადო დეკლარაციების წარდგენას და ვალდებულებების განსაზღვრას.


• ფინანსური მდგომარეობის შეფასების კოეფიციენტებზე დაყრდნობით ახდენს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას და რისკების განსაზღვრას, გეგმავს და ხელმძღვანელობს კომპანიის ფინანსურად სტრატეგიულ მიმართულებებს, საინვესტიციო და ფინანსური გადაწყვეტილებებს; კონტროლს უწევს ორგანიზაციის ბიუჯეტირების შესრულებას; ითვალისწინებს რისკის დაზღვევის მოწინავე ხერხებსა და მეთოდებს, იყენებს კაპიტალის სტრუქტურირების ოპტიმალურ ვარიანტს და შეუძლია მათი პრაქტიკაში რეალიზაცია მითითებების შესაბამისად.

ჩარიცხვის პირობები

ფინანსების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი (ატესტატი) ან მასთან გათანაბრებული და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლის უფლებას მოიპოვებს აღნიშნულ პროგრამაზე და და გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას სეუ-ში.

ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასაშვებია:

• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;


• საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;


• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;


•  საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.


•  უნივერსიტეტი ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მოპოვების მსურველი პირების პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით ატარებს გასაუბრებას და უზრუნველყოფს აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობას.

პროგრამის დასაქმების სფერო

კურსდამთავრებულთა დასაქმების პოზიციები:

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს აუდიტორულ, ბიზნეს საკონსულტაციო, ანალიტიკურ, სამშენებლო, საბანკო და სადაზღვევო, საცალო ვაჭრობის, სადისტრიბუციო, ტურისტულ, ელექტრონული კომერციის სფეროს, ჯანდაცვის სფეროს, მომსახურების სფეროს და ქვეყნის ეკონომიკის სხვა სექტორებში მოქმედ მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებში.


სამუშაო დეპარტამენტები და პოზიციებია:

• ანალიტიკური, ბიზნესის განვითარების და მართვის დეპარტამენტი (საშუალო და მაღალი რგოლის ფინანსისტი, ანალიტიკოსი, სპეციალისტი);
• ფინანსების დაგეგმვის, მართვის და მონიტორინგის დეპარტამენტი (საშუალო და მაღალი რგოლის ფინანსური ოფიცერი);
• ფინანსური პროგნოზირების, რეპორტინგის და ანალიზის მიმართულება (რეპორტინგ სპეციალისტი, ანალიტიკოსი);
• ადმინისტრაციული დეპარტამენტი (საშუალო რგოლის სპეციალისტი და მენეჯერი);
• შიდა აუდიტის დეპარტამენტი (სპეციალისტი, უმცროსი აუდიტორი, უფროსი აუდიტორი და ჯგუფის ხელმძღვანელი);
• ფინანსური დეპარტამენტი (სპეციალისტი, ბუღალტერი, უფროსი ბუღალტერი, საგადასახადო სპეციალისტი, ფინანსური მენეჯერი, ფინანსური დირექტორი, მთავარი ფინანსური ოფიცერი);
• სტრატეგიული პროექტების დეპარტამენტი (პროექტის უფროსი და უმცროსი მენეჯერი, პროექტის გუნდის ლიდერი და სპეციალისტი);
• ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილების დეპარტამენტი (უმცროსი კონსულტანტი, უფროსი კონსულტანტი, საშუალო რგოლის მენეჯერი);
• ფინანსური რისკების დეპარტამენტი (უმცროსი ანალიტიკოსი, უფროსი ანალიტიკოსი და საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერი);
• საოპერაციო და საკრედიტო რისკების დეპარტამენტი (უმცროსი ოფიცერი და უფროსი ოფიცერ-მენეჯერი);
• საგადასახადო მიმართულების დეპარტამენტი (სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, პროექტების მენეჯერი);
• შესყიდვების დეპარტამენტი (მენეჯერი, სპეციალისტი);
• ფინანსური რესურსების მოზიდვის და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი (სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, პროექტების მენეჯერი).


იხილეთ ფინანსების პროგრამა დეტალურად



ზოგადი ინფორმაცია

Message body empty