საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სამეცნიერო მულტიდისციპლინარულ კონფერენციზე SEU MSC 2022 რეგისტრაცია დაიწყო!
მულტიდისციპლინალური კონფერენცია საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებსა და დოქტორანტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით:
თარიღი: 19 ივლისი.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების პირობები:
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს და მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/3NB7l5c არაუგვიანეს 2022 წლის 8 ივლისისა.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური.
ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სამეცნიერო ნაშრომის შესრულების სტანდარტის https://www.seu.edu.ge/ka/1423/ მიხედვით. საკონფერენციო ნაშრომის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2022 წლის 8 ივლისისა ელ. ფოსტაზე: Science@seu.edu.ge
მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები.
მონაწილეს ან თანაავტორებს შეუძლიათ წარმოადგინოს მაქსიმუმ ერთი სამეცნიერო ნაშრომი.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება უფასოა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საკონფერენციო მოხსენებათა კრებულში, იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი აკმაყოფილებს ჟურნალის მიერ დადგენილ სტანდარტებს. https://www.seu.edu.ge/ka/1533/
კონფერენცია ჩატარდება SEU-ს ახალ კამპუსში.
მის: თბილისი, წინანდლის 9, მეტრო 300 არაგველის მიმდებარედ.
კითხვები, კონფერენციის თაობაზე მოგწერეთ ელ-ფოსტაზე: science@seu.edu.ge
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
რეგისტრაცია და ნაშრომების მიღება დაშვებულია მხოლოდ დადგენილ ვადებში.