სტუდენტურ კონფერენციაზე წარსადგენი ნაშრომის შესრულების წესი:
აღნიშნული სტანდარტით სრულდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სტუდენტურ კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად კონკურასნტმა უნდა წარმოადგინოს ნაშრომი და აბსტრაქტი ცალკე ფაილის სახით (ნაშრომი, აბსტრაქტი ორ ენაზე).
აბსტრაქტის შესრულების წესი:
- აბსტრაქტის მოცულობა 100-300 სიტყვა.
- აბსტრაქტი შესრულებული უნდა იყოს ორ ენაზე: ქართული და ინგლისური.
- საკვანძო სიტყვები მოყვანილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ნაშრომის წარმოდგენის წესი:
- სტუდენტთა ნაშრომები მიიღება ქართულ ან ინგლისურ ენებზე;
- ნაშრომი მოიცავს აბსტრაქტს ნაშრომის ორიგინალ ენაზე;
- სტატიის მოცულობა: მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 11 გვერდი;
- საკვანძო სიტყვები მოყვანილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
სტატიის სტრუქტურა უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:
- შესავალი, რომელიც ასევე აღწერს ნაშრომის აქტუალობას;
- ძირითადი ნაწილი, რომელიც მოიცავს კვლევის მეთოდოლოგიასა და მიღებულ შედეგებს;
- დასკვნითი ნაწილი, რომელიც აერთიანებს მიგნებებს, შესაძლო რეკომენდაციებსა და სამომავლო პერსპექტივებს.
ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, პროგრამა/სპეციალობა მოყვანილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
სტატიასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია ნაშრომის ხელმძღვანელის შესახებ და ბიბლიოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენაზე (გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა);
სტატიისა და აბსტრაქტის გაფორმების წესი იხილეთ: https://www.seu.edu.ge/ka/1533/
სტატიის და აბსტრაქტის გაფორმების წესი:
- ნაშრომი გაფორმებული უნდა იყოს უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული აკადემიური სტილის მიხედვით;
- შრიფტი - Sylfaen;
- შრიფტის ზომა: -11;
- ნაშრომის შემადგენელი ნაწილების სათაურები უნდა გაფორმდეს გამუქებული ტექსტით (BOLD);
- ციტირება უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული აკადემიური სტილის დაცვით;
- სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,5;
- გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან;
- ნახაზები, გრაფიკები, სქემები და ა.შ. - ფორმატში TIFF 300 dpi; 600 dpi;
- წყაროების მითითების და ციტირების სტანდარტები იხილეთ : https://www.seu.edu.ge/ka/1533/
დირექტივების გაუთვალისწინებლობის შემთხევაში, ნაშრომი არ გამოქვეყნდება ან დაუბრუნდება ავტორს მათ შესაბამისობაში მოსაყვანად.
სტატიების წარდგენა უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე: [email protected]