სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ფინანსური პოლიტიკა

SEU სტიპენდია

SEU სტიპენდია 2022-2023 სასწავლო წელს პირველი პრიორიტეტით ჩარიცხული სტუდენტებისთვის

უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წელს პირველი პრიორიტეტით ჩარიცხული სტუდენტები სარგებლობენ სტიპენდიით დარიცხული 125 ლარის ოდენობით სწავლების პირველი სემესტრის განმავლობაში (15 სასწავლო კვირა), ხოლო მეორე სემესტრიდან სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლით.

იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ჩარიცხვიდან ერთი წლის განმავლობაში შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, მას უფლება აქვს ისარგებლოს დარიცხული 125 ლარიანი სტიპენდიით ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტატუსის აღდგენის შემთხვევაში (იმავე სემესტრში ან იმავე წელს).

თუ სტუდენტს აქტიური სტატუსის პერიოდში მიღებული ჰქონდა სტიპენდიის თანხის ნაწილი, სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, მას  მიეცემა გასული თვეების   მიუღებელი სტიპენდიის ის ოდენობა რაც გათვალისწინებული იყო 15 სასწავლო კვირის ფარგლებში.

SEU სტიპენდია (შემდგომში-სტიპენდია) გაიცემა სტუდენტზე და არ ამცირებს მის მიერ გადასახდელ სწავლის საფასურს. სწავლის მეორე სემესტრიდან სტუდენტი, რომელიც სემესტრული შეფასებების გათვალისწინებით სარგებლობს სტიპენდიის მიღების უფლებით,  იღებს სტიპენდიას, შემდეგი წესით.

სტუდენტის მიერ სემესტრში გავლილ ყველა სასწავლო დისციპლინაში (საგნებში) მინიმუმ 71 დან 100 ქულამდე მიღების შემთხვევაში სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება მიღებული ქულების შესაბამისად:

  • 71 ქულა - დარიცხული 200 ლარი (ხელზე ასაღები 160 ლარი)
  • 81 ქულა - დარიცხული 225 ლარი (ხელზე ასაღები 180 ლარი)
  • 91 ქულა - დარიცხული 300 ლარი (ხელზე ასაღები 240 ლარი) ან თანხის უკან დაბრუნება

სტუდენტის მიერ სემესტრში გავლილ ყველა სასწავლო დისციპლინაში (საგნებში)  91 დან 100 ქულამდე მიღების შემთხვევაში მის მიერ მისთვის სემესტრში გადახდილი სწავლის საფასური დაუბრუნდება უკან დარიცხული სტიპენდიის  სახით.

სტიპენდიის ოდენობა გამოიანგარიშება სტუდენტის მიერ სემესტრში ყველა სასწავლო დისციპლინაში (საგნებში) მიღებული ქულების მინიმალური შეფასებიდან. მხედველობაში მიიღება სემესტრში ნედლი ქულა და არა მართვის ელექტრონული სისტემის (emis.seu.edu.ge) მიერ დამრგვალებული ქულა.

SEU სტიპენდია 2022-2023 სასწავლო წელს არა პირველი პრიორიტეტით ჩარიცხული სტუდენტებისთვის

უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წელს არა პირველი პრიორიტეტით ჩარიცხულ  ყველა  სტუდენტს უფლება აქვს მიიღოს სტიპენდია (15 სასწავლო კვირა)  მეორე სემესტრიდან  წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლით. 

SEU სტიპენდია (შემდგომში-სტიპენდია) გაიცემა სტუდენტზე და არ ამცირებს მის მიერ გადასახდელ სწავლის საფასურს.

სწავლის მეორე სემესტრიდან სტუდენტი, რომელიც სემესტრული შეფასებების გათვალისწინებით სარგებლობს სტიპენდიის მიღების უფლებით,  იღებს სტიპენდიას,შემდეგი წესით:

სტუდენტის მიერ სემესტრში გავლილ ყველა სასწავლო დისციპლინაში (საგნებში) მინიმუმ 71 დან 100 ქულამდე მიღების შემთხვევაში სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება მიღებული ქულების შესაბამისად.

  • 71 ქულა - დარიცხული 100 ლარი (ხელზე ასაღები 80 ლარი)
  • 81 ქულა - დარიცხული 125 ლარი (ხელზე ასაღები 100 ლარი)
  • 91 ქულა - დარიცხული 150 ლარი (ხელზე ასაღები 120 ლარი)

სტიპენდიის ოდენობა გამოიანგარიშება სტუდენტის მიერ სემესტრში სასწავლო დისციპლინებში მიღებული ქულების მინიმალური შეფასებიდან.

მხედველობაში მიიღება სემესტრში ნედლი ქულა და არა მართვის ელექტრონული სისტემის (emis.seu.edu.ge) მიერ დამრგვალებული ქულა.