არ მსურს გამოწერა

საერთაშორისო ურთიერთობები

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ყველა საერთაშორისო საქმიანობაზე, მათ შორის:

  • უცხოეთის უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დამყარება და არსებული თანამშრომლობის მდგრადობის უზრუნველყოფა. ამავე დაწესებულებებთან ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • სტრატეგიულად მნიშვნელოვან საერთაშორისო ასოციაციებში გაწევრიანება, წევრობის მართვა, ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება და დაინტერესებულ მხარეებს შორის გავრცელება; მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო პროექტების, მათ შორის Erasmus +-ის მართვა, კომუნიკაცია არსებულ პარტნიორებთან Erasmus +– ან/და სხვ. ერთობლივი პროექტის ფარგლებში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მხარდამჭერი პროგრამების (სტაჟირება, საერთაშორისო ერთობლივი კვლევები, კრედიტ მობილობა და ა.შ.) ხელშეწყობა და ადმინისტრირება;
  • სასწავლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციაში მონაწილეობა;
  • პროგრამის პოტენციური საერთაშორისო პარტნიორების იდენტიფიცირება, პარტნიორ უნივერსიტეტებთან აქტიური საერთაშორისო მოწვეული პროფესორების (“Visiting Professors” ) პროგრამის მართვა, შესაბამის ფაკულტეტებთან ერთად მათი ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება;
  • სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირება - კომუნიკაცია არსებულ პარტნიორებთან გაცვლითი პროგრამების შესახებ, სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის ხელშემწყობი ღონისძიებების მართვა, ამავე მიზნით ახალი პარტნიორების მოძიება. (ენობრივი კომპეტენციის დადგენის ორგანიზება).

დეპარტამენტის ხელმძღვანელი: მაკა კუჭავა

მთავარი სპეციალისტი: სალომე კორკოტაძე

Email: iro@seu.edu.ge

Tel: (+995) 032 2 90 00 00 - 11