საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს საგრანტო კონკურსს გამოყენებითი კვლევის შესრულებაზე: უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მართვის (პროექტების მართვა და მონაცემთა ანალიზი) დიგიტალიზაცია, ეროვნული და საერთაშორისო გამოწვევები და გადაჭრის გზები
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ინსტიტუციური კვლევების ფონდის (IRF) მიზანია, მოახდინოს ინოვაციური პროექტების განვითარების სტიმულირება, დაეხმაროს სეუ-ს, როგორც ინსტიტუციას განვითარებაში, ასევე ხელი შეუწყოს აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს კვლევითი საქმიანობაში,კვლევითი პროექტების მომზადებასა და მართვაში.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს კვლევითი ინტერესის სფეროდან გამომდინარე, სეუ-ს ინსტიტუციური კვლევითი ფონდის გადაწყვეტილებით, ცხადდება საგრანტო პროექტების კონკურსი გამოყენებით კვლევაზე: უმაღლესი სასწავლო დაწესებულების მართვის (პროექტების მართვა და მონაცემთა ანალიზი) დიგიტალიზაცია, ეროვნული და საერთაშორისო გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
კვლევითი პროექტი უნდა პასუხობდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- უსდ-ების მართვის (პროექტების მართვა და მონაცემთა ანალიზი) დიგიტალიზაციის პრობლემების იდენტიფიცირება (ეროვნულ და სართაშორისო დონეზე);
- უსდ-ების მართვის დიგიტალიზაციისათვის საუკეთესო პრაქტიკის მოძიება;
- უსდ-ების მართვის დიგიტალიზაციის პრობლემების შესწავლა, ანალიზი სინთეზი;
- მონაცემთა ანალიზის პოლიტიკის შემუშავება;
- რეკომენდაციების შემუშავება სეუ-ს მართვის დიგიტალიზაციის ინოვაციური კონცეფციის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით.
საგრანტო კონკურსის პირობები:
- პროექტის ხელმძღვანელის პოზიციის დაკავება შეუძლია მხოლოდ სეუ-ს აფილირებულ პროფესორს.
- შესაძლებელია, პროექტის გუნდში ჩაერთოს სეუ-ს აფილირებული, აკადემიური და მოწვეული პერსონალი, ასევე სეუ-ს სტუდენტები (სასურველია მაგისტრატურის) და გარე ექსპერტები.
- კონკურსში მონაწილეობის სავალდებულო წინაპირობაა, გამოყენებითი კვლევა ითვალისწინებდეს სტუდენტების/ახალგაზრდა მკვლევარების მონაწილეობას/ჩართვას კვლევაში.
- პროექტში ჩართული ექსპერტები, შეიძლება იყვნენ უცხოეთიდან მოწვეული, ან საქართველოს სხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ინსტიტუტებიდან მოწვეული მკვლევარები, როგორც კერძო, ასევე სამთავრობო და სამოქალაქო სექტორიდან.
- კვლევა უნდა შეესაბამებოდეს უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილ კონკრეტულ თემატიკას.
- კვლევითი პროექტი უნდა შესრულდეს და მისი შედეგები უნდა გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის სახელით.
- კვლევის შინაარსი უნდა წარმოადგენდეს სიახლეს ქართულ საგანმანათლებლო სივრცისათვის და არ უნდა იმეორებდეს უკვე შესრულებულ კვლევის/გამოცემების შინაარსს.
- საგრანტო განაცხადის წარდგენიდან კვლევის დასრულებამდე პროექტის ყველა მონაწილეზე ვრცელდება უნივერსიტეტის ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტები.
- საგრანტო პროექტით მოპოვებული, კვლევითი პროექტის შედეგები ინტეგრირებული უნდა იყოს სწავლებაში.
ბიუჯეტი, ხანგრძლივობა, ვადები და ხარჯების სახეები:
- გრანტებისბიუჯეტი: პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია 60 000 ლარი.
- ხანგრძლივობა:პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 4 თვე.
- ვადები:პროექტის განხორციელება უნდა იწყებოდეს 2022 წლის 28 ნოემბრიდან.
- ხარჯები. მოთხოვნილი შესაძლოა იყოს შემდეგი სახის ხარჯები: პერსონალის ხარჯები - ჰონორარი, მგზავრობა და საყოფაცხოვრებო ხარჯები, ადმინისტრაციული და ლაბორატორიული მოწყობილობები, ბეჭდვის, დაკაბადონების, პროექტის პოპულარიზაციის და სხვა საჭირო მომსახურება.
- საჭიროების შემთხვევაში, კონკურსანტთან შეიძლება ჩატარდეს გასაუბრება.
საგრანტო განაცხადების მიღებისა და განხილვის ვადები:
საგრანტო განაცხადები მიიღება 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 21 ნოებრამდე.
საგრანტო განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს უნივერსიტეტის მიერ დადგენილი ფომებით, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ კრიტერიუმებს:
- პროექტისდასაბუთება და საფუძველი: კვლევის სფეროში არსებული ვითარების აღწერა, წარსული და მიმდინარე საქმიანობა, დამატებითი პროექტების მიმოხილვა, ადგილობრივად განხორციელებული მსგავსი პროექტების.
- პროექტისზეგავლენა: გავლენა საზოგადოებრივ გამოწვევებზე და შესაბამის დარგზე, მიზნობრივი ჯგუფები და მათი საჭიროებები, პროექტის შედეგების პოპულარიზაცია და გავრცელება;
- პროექტისსამუშაო გეგმა: საქმიანობის აღწერა, მოსალოდნელი ღონისძიებები და შედეგები, გუნდის წევრების ექსპერტიზა, საჭირო ინფრასტრუქტურა და მისი ხელმისაწვდომობა, პროექტის რისკები და რისკების შემამსუბუქებელი ღონისძიებები;
- ბიუჯეტისშეთავაზება ხარჯების დასაბუთებით; დაფინანსების შესაძლო წყაროები და შესაძლო დახმარებები სხვა წყაროებიდან;
- კვლევითი გუნდის წევრების ავტობიოგრაფიები (პუბლიკაციებით).
იხ. განაცხადის ფორმები აპლიკაცია 1. აპლიკაცია 2. აპლიკაცია 3.
- საგრანტო განაცხადი განიხილება შესაბამისი კომისიის ჩართულობით, კონფიდენციალურობის პოლიტიკის გათვალისწინებით, განაცხადის წარმოდგენის ვადის გასვლიდან 5 დღის ვადაში.
- კონკურსის შედეგები შესაბამისი ვადების ამოწურვის შემდეგ, გამოქვეყნდება სეუ-ს ვებ. გვერდზე.
საგრანტო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელეტრონული სახით შემდეგ ელ. ფოსტაზე: science@seu.edu.ge
განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს უნივერსიტეტის საგრანტო განაცხადის ფორმის შესაბამისად, კვლევითი გუნდის წევრების ავტობიოგრაფიებთან (პუბლიკაციებით) ერთად.