სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

მართვა

მართვა

ინსტიტუციური კვლევების ფონდის (IRF) მიზანია, გააუმჯობესოს კვლევის დაფინანსების მექანიზმები, მოახდინოს ინოვაციური პროექტების განვითარების სტიმულირება და ხელშეწყობა, დაეხმაროს SEU-ს აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს კვლევითი საქმიანობის და პროექტების მომზადებასა და მართვაში.

IRF არამხოლოდ აფინანსებს ძირითად კვლევებს, არამედ უზრუნველყოფს მხარდაჭერის შესაძლებლობას, დაეხმაროს პროფესორებს გარე გრანტების მოზიდვაში, კვლევის შედეგების უკეთესად გავრცელებასა და კვლევითი უნარის გაღრმავებაში.

ფონდის მიერ დაფინანსდება ორი ტიპის სამეცნიერო საგრანტო პროექტები:

  • კვლევის განვითარებისათვის მოსამზადებელი გრანტები;
  • სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების მხარდამჭერი გრანტები

კვლევის განვითარებისათვის მოსამზადებელი გრანტებია:

  • სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური პროექტების წამოწყება და წინადადებების მომზადება, ახალი იდეების შემუშავება და განვითარება, ინოვაციური წინადადებების შედგენა და კონცეფციის შემუშავება;
  • საპილოტე სამეცნიერო-კვლევითი პროექტების წამოწყება, სამომავლოდ გარე კვლევითი გრანტების წარმატებით მოძიებისთვის; 
  • საზოგადოებრივ და კერძო სექტორში მოღვაწე პრაქტიკოსებთან, კრეატიულ ინდუსტრიებთან თანამშრომლობითი-სამეცნიერო პროექტების დაგეგმვა და შემუშავება.

სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების მხარდამჭერი გრანტებია:

  • სამეცნიერო განვითარების ღონისძიებები, მათ შორის მოკლევადიანი სამეცნიერო ვიზიტები სხვა უნივერსიტეტებში, ან კვლევითი ინსტიტუტებში საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ასევე,  პარტნიორ  უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტებთან საერთო პროექტების  წარმოება  და ე.წ. ინდუსტრიული სტიპენდიები (industrial fellowship);
  • კვლევის შედეგების გავრცელება, ჟურნალებისა და მონოგრაფიების გამოქვეყნების დაფინანსება/თანადაფინანსება. აგრეთვე  კვლევითი უნარების განმავითარებელი ტრენინგები მკვლევრების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.;
  • სამეცნიერო ღონისძიებებზე დასწრება, ტრენინგებისა და სემინარების გამართვა, რომელიც მიზნად ისახავს  უნარების გაუმჯობესებას წარმატებული საპროექტო განაცხადების მომზადებაში, გრანტების განკარგვისა და ანგარიშგების მენეჯმენტში;
  • ინტელექტუალური საკუთრების შედეგების მომზადება, მათი სავარაუდო დაპატენტება და  კომერციალიზაცია;
  • კვლევის შედეგების გავრცელება ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში აქტიური მონაწილეობის გზით.
  • ინსტიტუციური კვლევითი ფონდი მიზნად ისახავს ინოვაციური, ინტერდისციპლინარული და ტრანსდისციპლინარული კვლევის იდეების შემუშავების წახალისებას და ამგვარი  კვლევების დახმარებას მდგრადი ფინანსური მხარდაჭერით, იგი წაახალისებს აკადემიური პერსონალის წარმატებას კვლევითი მიმართულებით და დაეხმარება მათ კვლევითი გრანტების წარმატებით მიღებაში.
Message body empty