სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

კვლევა

სტრატეგია და მიზნები

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ–ს სამეცნიერო-კვლევითი სტრატეგიის მთავარი მიზანია, ინსტიტუციონალურ დონეზე უზრუნველყოს ჩატარებული კვლევების გაღრმავება, რაც დადებითად აისახება არა მხოლოდ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ–ს, არამედ ზოგადად, საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე.

იმისათვის, რომ სეუ გახდეს ქვეყანაში ერთ-ერთი მოწინავე უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, მთავარ წინაპირობას წარმოადგენს კვლევითი საქმიანობის გაღრმავება, სტრატეგიული გაძლიერება და  გამრავალფეროვნება.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ ძირითადად მხარს უჭერს ინტერდისციპლინარული, მულტიდისციპლინარული და ტრანსდისციპლინარული კვლევების ჩატარებას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეროვნულ და საერთაშორისო გამოწვევებთან გამკლავებაში. სეუს–ს კვლევითმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოახდინოს სხვადასხვა კონტექსტში, მათ შორის საჯარო პოლიტიკის, სამართლის, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული თუ გარემოსდაცვითი შედეგებით.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ–ს კვლევითი საქმიანობა უნდა გახდეს მთლიანი ინსტიტუციური საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. აღნიშნული საქმიანობა მიზნად ისახავს კვლევების ოპტიმალურად გამოყენებას საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის. სტრატეგიულად შემუშავებული კვლევითი საქმიანობის გაფართოება ითვალისწინებს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართვას საერთაშორისო განზომილებაში - საერთაშორისო კვლევით პროექტებსა და მობილობის სქემებში მათ აქტიურ მონაწილეობას.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ მუდმივად გააუმჯობესებს ინსტიტუციური კვლევის სისტემას. პრაქტიკაში მაღალი სამეცნიერო კულტურის დანერგვითა და  თანმიმდევრული პროცესით გაიზრდება უნივერსიტეტის კვლევის პროდუქტიულობა, რითაც სეუ, თავის მხრივ, მიზნად ისახავს, ემსახუროს სამეცნიერო წრეებს, ეკონომიკასა და ზოგადად, საზოგადოებას. 

სამეცნიერო-კვლევითი სტრატეგია 2020-2026