სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

მართვა

მართვა

ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრი არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU-ს სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული.

ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის აერთიანებს უნივერსიტეტში მოღვაწე სამართლის, ბიზნესის მართვის და ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების პროფესორებს, რომლებიც ახორციელებენ დარგობრივ, ინტერდისციპლინარულ ან შედარებით კვლევებს ევროპულ საკითხებთან მიმართებით.

ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის მიზნებია:

  • ევროპული ინტეგრაციის როგორც სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური და ისტორიული მოვლენის სამეცნიერო კვლევა.
  • ინტერდისციპლინარული ხედვის საფუძველზე ევროპულ საკითხებთან დაკავშირებული კვლევა.
  • ევროპასთან დაკავშირებული საკითხების მეცნიერული, პრაქტიკის პრობლემებისა და საზოგადოებაში აქტუალური საკითხების კვლევა;
  • კვლევის შედეგების განზოგადება და წინადადებების შემუშავება საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით;
  • ქვეყანაში ევროპული ინტეგრაციის განვითარების ხელშეწყობა.


ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • ინტერდისციპლინარულ და დარგობრივ კვლევით პროექტებზე გამოცდილ მკვლევარებთან ერთად ახალგაზრდა მკვლევარების ჩართვა;
  • კვლევის შედეგების ხელმისაწვდომობა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის;
  • კვლევის შედეგების სასწავლო დისციპლინებში ასახვა და დანერგვა.


ევროპული ინტეგრაციის კვლევითი  ცენტრი თავისი მიზნების მისაღწევად:

  • თანამშრომლობს სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კვლევით დაწესებულებებთან;
  • თანამშრომლობს უცხოეთის სასწავლო-კვლევით დაწესებულებებთან;
  • მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში, ან საკუთარი ძალებით ახდენს მათ განხორციელებას, პერიოდულად ატარებს საერთაშორისო და ეროვნული კონფერენციებს, სემინარებს და სამუშაო შეხვედრებს, რომელიც ემსახურება ცენტრის კვლევების შედეგების წარმოჩენას.
  • ცენტრი კვლევას ახორციელებს თემატური კვლევითი პროექტის ფარგლებში.


ცენტრის სტრუქტურა

  • ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრი შედგება ცენტრის ხელმძღვანელის (დირექტორის), კოორდინატორის,  დარგობრივი კვლევითი ჯგუფების ხელმძღვანელებისა  და მისი წევრებისაგან.
  • ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი.
  • ცენტრში შეიძლება შეიქმნას დარგობრივი კვლევითი ჯგუფები, რომელსაც ხელმძღვანელობს დარგობრივი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.
  • ცენტრის სამეცნიერო საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის სამეცნიერო საბჭო.


პროექტები და ღონისძიებები  

ახალგაზრდა მკვლევართა სტატიების კონკურსი: საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს სეუსა და ლაზარსკის უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის არსებული „ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ჯგუფის“ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გამოცხადდა ახალგაზრდა მკვლევართა სტატიების კონკურსი. სამ გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო, ხოლო შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამეცნიერო ჟურნალში "სეუ და მეცნიერება" ან ლაზარსკის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ჟურნალში "ეკონომიკა და პოლიტიკური აზროვნება".

2020 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა სეუმ ზემოთაღნიშნული პროექტით გააკეთა განაცხადი კონკურსზე: ჟან მონეს პრიზი 2020. კონკურსი ხორციელდება ევროპარლამენტის პატრონაჟით და ითვალისწინებს პროექტების გამოვლენასა და დაჯილდოებას, რომლებსაც წვლილი შეაქვს ევროპული ინტეგრაციის იდეის განვითარებაში.

მე-3 საერთაშორისო კონგრესი: 21-ე საუკუნის ევროკავშირი.

აბრეშუმის გზის ახალი პროექტი. დიალოგი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალისთვის: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს, ლაზარსკის უნივერსიტეტის, ესპანეთის ეროვნული დისტანციური განათლების უნივერსიტეტისა და მადრიდის უნივერსიტეტის(CEDEU) თანაორგანიზებით გაიმართება მესამე საერთაშორისო ონლაინ კონგრესი:  21-ე საუკუნის ევროკავშირი: აბრეშუმის გზის ახალი პროექტი. დიალოგი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მკვლევარებისა და აკადემიკოსებისთვის. შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკონფერენციო ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამეცნიერო ჟურნალში "სეუ და მეცნიერება" ან ლაზარსკის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ჟურნალში "ეკონომიკა და პოლიტიკური აზრი".

ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის დებულება

Message body empty