2020 წლის აგვისტოდან ნათია გუგუნაშვილი შემოუერთდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუ-ს გუნდს. იგი არის პროექტების მართვის მენეჯერი სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით.
ნათია გუგუნაშვილს 2019 წელს მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ეროვნულ და საერთაშორისო ადმინისტრირებასა და პოლიტიკაში პოტსდამის უნივერსიტეტის მიერ. 2017 წელს ის მუშაობდა პოტსდამის უნივერსიტეტში სამეცნიერო ასისტენტად. 2016 წელს კიოლნის უნივერსიტეტმა მას მიანიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში. 2015 წელს ნათია გუგუნაშვილი სწავლობდა გრენობლის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში. 2014 წელს მას გადაეცა „დეკანის ჯილდო“ კიოლნის უნივერსიტეტის მიერ სწავლაში მიღწეული მაღალი აკადემიური შედეგებისთვის. ნათია გუგუნაშვილი ფლობს ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებს.
პროექტები/კონფერენციები/სტიპენდიები: