სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სწავლა

პროგრამები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის თითოეული პროგრამა შემუშავებულია თანამედროვე განათლების სტანდარტებისა და გამოწვევების შესაბამისად.

თითოეული პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს სფეროსათვის შესაბამისი განათლების მქონე კონკურენტუნარიანი პროფესიონალი, რომელსაც მმართველობითი სფეროს უკანასკნელ მიღწევებზე დაფუძნებულ თეორიულ ცოდნასთან ერთან გამომუშავებული ექნება თანამედროვე შრომის ბაზრის გამოწვევებისთვის აქტუალური უნარ-ჩვევები.

იურიდიული ფაკულტეტი

იურიდიული ფაკულტეტი ახორციელებს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავენ კვალიფიციური და სამართლებრივი ღირებულების მქონე დარგის სპეციალისტის მომზადებას.

თითოეული პროგრამა მიზნად ისახავს სფეროსათვის საჭირო ფუნდამენტური ცოდნის მქონე კომპეტენტუნარიანი პროფესიონალის მომზადებას. პროგრამა აქტუალურია, სპეციალურად შემუშავებული ახალი სასწავლო დისციპლინითა და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებით.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროგრამები შექმნილია შრომის ბაზრის თანამედროვე და აქტუალური გამოწვევების გათვალისწინებით და უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის აკადემიური ხარისხის მინიჭებას შემდეგი სპეციალობებით:

თითოეული პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტმა მიიღოს ძირითადი სპეციალობის საფუძვლიანი ცოდნა.

მედიცინის ფაკულტეტი

მედიცინის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის მიზანია საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი და სათანადო კომპეტენციის მქონე კვალიფიციური დიპლომირებული მედიკოსის მომზადება.

პროგრამა უზრუნველყოფს ისეთი აზროვნების, ცოდნისა და პრაქტიკული/კლინიკური უნარების გამომუშავებას, რომლებიც აუცილებელია პროფესიული საქმიანობის წარმატებით წარმართვისა და შემდგომი სწავლის გაგრძელებისათვის.