სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

გამოცემები

SEU-ს გამოცემები

ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - SEU-ს მხარდაჭერით და დაფინანსებით გამოიცა SEU-ს ასოცირებული პროფესორის თამარ ავალიანის წიგნის „ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები“  ბეჭდური და ელექტრონული ვერსია.

უმცირესობათა უფლებების კონსტიტუციურ რანგში აყვანა ნიშნავს მისდამი განსაკუთრებულ პატივისცემას, არამხოლოდ სახელმწიფოს, არამედ მთელი საზოგადოების და მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.

თამარ ავალიანის მიერ განხორცილებული კვლევა, უმცირესობათა უფლებების მრავალმხრივობიდან გამომდინარეობს და იგი ემსახურება არამხოლოდ აკადემიურ და სამეცნიერო მიზნებს, არამედ ახალგაზრდა თაობის, სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას და მათი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამყარებას. მეორეს მხრივ კი იგი გამოხატავს SEU-ს პასუხისმგებლობას, სწავლებითა და კვლევით მხარი დაუჭიროს საზოგადოებაში ტოლერანტობის განვითარებას და მუდმივად იყოს ჩართული მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პროცესებში.

წიგნი შესაძლოა გამოყენებული იქნეს, როგორც დამატებითი სასწავლო მასალა ადამიანის უფლებათა სხვადასხვა სასწავლო კურსის სწავლების პროცესში.

ნაშრომი ასევე საინტერესოა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებით დაინტერესებული პირებისათვის, მკვლევარებისთვის და სტუდენტებისთვის.

იხილეთ სრულად

გზამკვლევი აკადემიურ წერაში

აკადემიური წერის სწავლების კოორდინირება და ერთიანი მიდგომების დანერგვა საუნივერსიტეტო საქმიანობისა და სამეცნიერო მუშაობის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. კეთილსინდისიერებისა და ერთიანი აკადემიური სტანდარტების დაცვა არსებითად განაპირობებს წარმატების მიღწევას აკადემიურ საქმიანობაში.

სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ერთი საერთო სქემისა და ერთიან მეთოდურ ხედვაზე დაყრდნობით შეიქმნა წინამდებარე გზამკვლევი, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება სტუდენტებს აკადემიური წერის ძირითადი მახასიათებლების ათვისებაში,
აკადემიური წერის უნარების განვითარებასა და დახვეწაში, რაც დადებით გავლენას იქონიებს წერის კულტურის ამაღლებასა და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ გზამკვლევი შექმნილია ქართულ და უცხო ენაზე არსებული მასალების დამუშავების საფუძველზე, იგი მნიშვნელოვნად დაეხმარება სტუდენტებს საერთაშორისო მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ასევე, უცხოეთის უნივერსიტეტებში აკადემიური წარმატების მიღწევაში.

მეტი თვალსაჩინოებისთვის და სიცხადისთვის გზამკვლევში ინფორმაცია წარმოდგენილია სქემების, დიაგრამებისა და ადვილად გასაგები ინსტრუქციების გამოყენებით, რაც მნიშვნელოვანწილად გაუმარტივებს სტუდენტებს აკადემიური წერის პრინციპების ათვისებას და მეგზურობას გაუწევს მაღალი დონის სამეცნიერო ნაშრომის შექმნის პროცესში.

გზამკვლევი მომზადებულია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მხარდაჭერით, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში. SEU-ს ასოცირებული პროფესორი ინა შანავას მიერ.

იხილეთ სრულად

დამხმარე სახელმძღვანელო ბიზნეს სამართლის სასწავლო კურსისთვის

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - SEU-ს მხარდაჭერით და დაფინანსებით განხორციელდა ბიზნეს სამართლის კვლევითი პროექტი. ეს იყო თითქმის ერთწლიანი კომპლექსური აქტივობების ციკლი, რომელიც მიზნად ისახავდა ბიზნეს სამართლის მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო აქტივობების განხორციელების ხელშეწყობას, კერძოდ: ბიზნესის, ეკონომიკის, მენეჯმენტის, ტურიზმისა და სხვა მომიჯნავე დარგის წარმომადგენლების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, სამართლის და ბიზნესის წრეების დაახლოებას, ბიზნესის წინაშე არსებული სამართლებრივი გამოწვევების იდენტიფიცირებას, აკადემიური პერსონალის, სტუდენტების და პრაქტიკოსი იურისტების ჩართულობით ინტერდისციპლინური კვლევების განხორციელების გზით ინტელექტუალური რესურსის შექმნასა და მათ გამოყენებას სასწავლო მიზნებისთვის.

პროექტის ყველა ეტაპი განხორციელდა ბაზრის კვლევის საფუძველზე და მის შესაბამისად პროექტის პარტნიორ ინსტიტუციებთან თანამშრომლობის ფარგლებში. პროექტის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე აქტივობა, როგორიცაა: ბიზნეს სამართლის სიმპოზიუმი, ბიზნეს დავების საზაფხულო სკოლა, სტატიების კონკურსი ბიზნეს სამართალში, საერთაშორისო კონფერენცია თემაზე ბიზნეს სამართლის აქტუალური საკითხები და შეიქმნა წინამდებარე სტატიების კრებული ბიზნეს სამართალში და დამხმარე სახელმძღვანელო ბიზნეს სამართლის სასწავლო კურსისთვის.

იხილეთ სრულად

სტატიების კრებული ბიზნეს სამართალში

Message body empty