სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

გამოცემები

SEU-ს გამოცემები

საკონსტიტუციო მართლმსაჯულება

გამოიცა წიგნის "საკონსტიტუციო მართლმსაჯულება" ბეჭდური და ელ. ვერსია. ნაშრომის სამეცნიერო რედაქტორია ანა ფირცხალაშვილი. ხოლო ავტორები არიან ბესიკ ლოლაძე, ზურაბ მაჭარაძე და ანა ფირცხალაშვილი.

ნაშრომი შედგენილია იმგვარად, რომ სტუდენტმა თანმიმდევრულად და სისტემურად შეძლოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სფეროს საფუძვლიანი შესწავლა. იგი განკუთვნილია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ის საინტერესოა ამ სფეროში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებელთათვის, მეცნიერების, პრაქტიკოსი იურისტებისა და კონსტიტუციური მართლმსაჯულებით დაინტერესებული სხვა პირებისათვის.

ნაშრომი შეიქმნა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს იურიდიული ფაკულტეტის ბაზაზე, SEU-ს სამეცნიერო - კვლევითი გრანტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამის ხელშეწყობით. მისი მხარდამჭერია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. წიგნის გამოცემა განხორციელდა სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (Nr: SP-21-989) ფარგლებში.

საკონსტიტუციო მართლმსაჯულება

SEU-სა და პარტნიორი უნივერსიტეტების თანამშრომლიბით მადრიდში სტატიათა კრებული გამოიცა

SEU-სა და პარტნიორი უნივერსიტეტების აქტიური თანამშრომლობით, მადრიდში გამოიცა სტატიათა კრებული „ევროკავშირისა და აზიის ურთიერთობები XXI საუკუნეში. შერჩეული ასპექტები“ (EU-ASIA RELATIONS IN THE XXI CENTURY. SELECTED ASPECTS).

გამოცემაში თავმოყრილი SEU-ს, ლაზარსკის უნივერსიტეტის, ესპანეთის ეროვნული დისტანციური განათლების უნივერსიტეტისა და მადრიდის უნივერსიტეტის (CEDEU) თანაორგანიზებით გამართული მესამე საეთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონგრესის მნიშვნელოვანი მოხსენებები. გამოცემის ერთ-ერთი რედაქტორია სეუ-ს ვიცე-რექტორი კვლევითი მიმართულებით, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.

სტატიათა კრებულში წარმოდგენილია ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების მკვლევართა ნაშრომები. მათ შორისაა სეუ-ს აკადემიური პერსონალის სტატიები: რუსუდან ბერიაშვილი გოდერძი ბუჩაშვილი, გიორგი ხარშილაძე, პაატა შურღაია.

სტატიათა კრებულში გაეცნობით შემდეგ პუბლიკაციებს:



  • TOMASZ GRZEGORZ GROSSE (WARSAW UNIVERSITY): European Union policy towards China

  • MIGUEL ANGEL BENEDICTO SOLSONA (UCM) / OLIVER

  • SOTO SAINZ (UCM-ICCA): The European Union strategy towards China to cement a common foreign policy: an analysis of their interactions and their voting behaviours at the United Nations

  • JULIO GUINEA BONILLO (URJC): The European DefenceCommunity: a project for the XXI century

  • SERGIO GARCIA MAGARINO (UPNA): The appeal of China: the interplay amongst the economy, values and soft power

  • GIORGI KHARSHILADZE (SEU): Formation opportunities of Silk Road in XXI century: new chance for Europe and Asia

  • SERGIO LUQUE ORTIZ (UEMC): The EU and the challenge of new technologies

  • MIGUEL ANGEL TENAS ALOS (CEDEU-URJC; USJ): Protective measures for automotive design: comparison between Chinese and European regulations

  • RUSUDAN BERIASHVILI (SEU)-GODERDZI BUCHASHVILI: Analyse of European and Asian wine markets and challenges Georgian wine faced during pandemic

  • MARCIN ROMAN CZUBALA OSTAPIUK (UNED) / MONICA

  • PUENTE REGIDOR (UCM): Eurasian Economic Union: the development of an integration project

  • GURANDA CHELIDZE (CAUCASUS UNIVERSITY): EU and China – about one of the recent events

  • MARTIN DAHL (LAZARSKI UNIVERSITY): Cooperation between European Union and China in the implementation of the concept of sustainable development from the perspective of ordoliberalism

  • CARLOS URIARTE SANCHEZ (URJC): European Union and China relations: between a strategic autonomy based on values and a necessary global agenda of shared interests

  • ZBYSŁAW ZIEMACKI (LAZARSKI UNIVERSITY): The impact of the Belt and Roads Initiative on Polish Chinese economic relations

  • PAATA SHURGAIA (SEU): Free economic zones as a trade bridge between East and West: a case of Georgia

  • KAROL STRZAŁA (LAZARSKI UNIVERSITY): Central bank digital currencies – the future of money?

  • CARMEN MARTINEZ SAN MILLAN (UVA): The crash between European Union law and the memorandums of understanding within the Belt and Road Initiative

პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალური პრობლემები და გამოწვევები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU მიერ გამოცხადდა ესეების კონკურსი და ჩატარდა ონლაინ კონფერენცია.

ღონისძიების მიზანი იყო, პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების განვითარების ხელშეწყობა.

პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში განხორციელდა.

პირველ ეტაპზე კონკურსანტების შეფასება მოხდა შერჩეულ თემაზე მომზადებული აბსტრაქტების მიხედვით. შესაბამისი აბსტრაქტის წარმოდგენის შემდეგ, საკონფერენციო თემების შერჩევა მოხდა თემატიკის რელევანტურობიდან, შინაარსის მნიშვნელობიდან და აქტუალობიდან გამომდინარე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალური პრობლემები და გამოწვევები

წიგნი: პიროვნება, სოციუმი, კონსულტირება - ნოდარ სარჯველაძე

ნაშრომი შეიქმნა პროექტის საფუძველზე, რომლის მიზანი იყო, ავტორის კონცეფცია პიროვნება, სოციუმი, კონსულტირება გადაქცეულიყო იმ პლატფორმად, რომლის საფუძველზეც პიროვნების სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევების სერია ჩატარდება წლების განმავლობაში სეუ-ს სტუდენტებისა და მაგისტრანტების მიერ. ავტორი საბაზისო დებულებად მიიჩნევს, რომ სოციუმთან და საკუთარ თავთან ურთიერთქმედება განსაზღვრავს პიროვნების არსს და მის ქმნადობას. აქედან გამომდინარე, ავტორს ლოგიკურად მიაჩნია, რომ პიროვნების სოციალური ფსიქოლოგიაა ის სფერო, რომელიც გვაძლევს საშუალებას, კარგად მოვიაზროთ პიროვნების სხვადასხვა შესაძლო წახნაგები, მისი პოტენციალური შესაძლებლობები და მისი ქცევები რეალურ და ვირტუალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში.

Message body empty