სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

გამოცემები

ჟურნალი აღიარებს და პატივს სცემს აკადემიური  და სამეცნიერო ეთიკის წესებს.

ჟურნალი უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვას რედაქტირების პროცესში.

ავტორებს მოეთხოვებათ, დაიცვან ეთიკის წესები, რაც გულისხმობს ავტორის/ავტორების სათანადო მითითებას, წყაროების სწორ გამოყენებას, ფალსიფიკაციის და ფაბრიკაციის გამორიცხვას, ნაშრომის შემუშავებაში მონაწილე პირთა სათანადო მითითებას, პერსონალური მონაცემების პატივისცემას და სხვა საკითხებს;

ჟურნალი მიესალმება და წაახალისებს გამოქვეყნებული ნაშრომების განხილვასა და კრიტიკას აკადემიურ თუ სოციალურ სივრცეში.

ჟურნალში გამოქვეყნებულ ნაშრომში/ნაშრომებში აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მიმართოს ჟურნალის რედაქციას ელ-ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: [email protected] და მოითხოვოს საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. სარედაქციო კოლეგია ვალდებულია, ყველა ასეთი განაცხადი განიხილოს გონივრულ ვადაში და დასაბუთებული პასუხი აცნობოს განმცხადებელს. განაცხადის თაობაზე ავტორს/ავტორებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი განმარტება წარმოადგინონ. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სარედაქციო კოლეგია იღებს გადაწყვეტილებას რეაგირების შესახებ.

ჟურნალი უფლებამოსილია, გამოიყენოს ნაშრომის უკან გამოხმობის ცვლილების განხორციელება. აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია გამოცემის მომდევნო ნომერში უნდა აისახოს შესაბამისი გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთებით. 

პლაგიატის აკრძალვა 

დაუშვებელია ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ნაშრომებში პლაგიატი, ავტორმა/ავტორებმა უნდა უზრუნველყონ ნაშრომში მოცემული ინფორმაციის წყაროს ზუსტი და სწორი მითითება.

ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ყველა ნაშრომი მოწმდება პლაგიატის სპეციალურ პროგრამაში Turnitin. პროგრამის მიერ აღმოჩენილი დამთხვევები ინდივიდუალურად ფასდება რედაქტორის მიერ და ხდება მისი სისწორის დადგენა. როგორც წესი, ნაშრომის ორიგინალი ტექსტი უნდა შეადგენდეს სტატიის მინიმუმ 90 პროცენტს.  სტატიის დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, ტექსტში იყოს მეტი ციტირება.

პროგრამის მიერ დამთხვევის დადგენის შემთხვევაში, ავტორს ეცნობება პლაგიატის აღმოჩენის შესახებ და მოეთხოვება განმარტებისა და შესწორების წარმოდგენა.  თუ ავტორი უარს ამბობს განმარტებაზე, ნაშრომი არ განიხილება გამოსაქვეყნებლად. თუ ავტორის განმარტება მიუთითებს გულწრფელ შეცდომაზე, ან დამთხვევის მიზეზი მკვლევრის გამოუცდელობაა, სარედაქციო კოლეგია უფლებამოსილია, ავტორს განუსაზღვროს გონივრული ვადა, არაუმეტეს 5 ხუთი სამუშაო დღისა, შეცდომის გამოსასწორებლად.

რედაქციის მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ნაშრომი არ გამოქვეყნდება ჟურნალში. განმარტების ან/და ცვლილების მოთხოვნაზე დაუსაბუთებელი უარის თქმის შემთხვევაში, რედაქტორი ან/და სარედაქციო კოლეგია იტოვებს ამ ავტორის/ავტორების მიერ მომავალში წარდგენილი ნაშრომების გამოქვეყნებაზე უარის თქმის უფლებას;

გამოქვეყნებულ ნაშრომში მესამე პირის მიერ პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, აღმომჩენი უფლებამოსილია, მიმართოს ჟურნალის რედაქციას ელ-ფოსტის საშუალებით მისამართზე: [email protected] და მოითხოვოს ფაქტის გამოკვლევა, აგრეთვე, პლაგიატის პროგრამიდან ამონაწერი დამთხვევების შესახებ. პლაგიატის დადასტურების შემთხვევაში, ჟურნალის მომდევნო გამოცემაში განთავსდება პლაგიატის შესახებ ინფორმაცია და რედაქტორი ან/და სარედაქციო კოლეგია იტოვებს პლაგიატი ავტორის/ავტორების მიერ მომავალში წარდგენილი ნაშრომების გამოქვეყნებაზე უარის თქმის უფლებას.

Message body empty