სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

გამოცემები

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ჟურნალში გამოსაქვეყნებლად ნაშრომების შერჩევა ხდება:

  • ღია კონკურსით (call for papers);
  • სპეციალური წესით (საპატიო ნაშრომის გამოქვეყნების წესი);

სარედაქციო კოლეგია წყვეტს სტატიების შესარჩევად ღია კონკურსის (შემდგომში კონკურსი) ჩატარების საკითხს.

კონკურსი ცხადდება სეუ-ს ვებ-გვერდის და უნივერსიტეტის სოციალური გვერდების საშუალებით. დასაშვებია კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ინტერნეტ რესურსების ან სხვა არხების საშუალებით.

კონკურსში მონაწილე პირებმა უნდა წარმოადგინონ ამ დოკუმენტით განსაზღვრული ნაშრომი შესაბამისი მოთხოვნების დაცვით;

კონკურსში მონაწილე პირებმა სტატიასთან ერთად უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ან მყარი სახით დადასტურებული თანხმობა ნაშრომის ორიგინალობის და გამოქვეყნების შემთხვევაში, ნაშრომზე განსაკუთრებული უფლების გადაცემის თაობაზე, საავტორო უფლებების დაცვის სტანდარტის გათვალისიენბით.

გამოსაქვეყნებელი ნაშრომი  მიიღება ელ.ფოსტაზე: [email protected];

მიწოდებული ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს ჟურნალის მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს.

მოწოდებული ნაშრომის გამოქვეყნებამდე, ავტორმა წერილობითი ან ელექტრონული ფორმით უნდა დაადასტუროს მისი ორიგინალობის და გამოქვეყნების შემთხვევაში, ნაშრომზე განსაკუთრებული უფლების გადაცემა.

ნაშრომის გამოქვეყნების საკითხის გადაწყვეტა

თუ ნაშრომს აქვს ტექნიკური ხარვეზები და არ შეესაბამება უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილ სტანდარტს,  ამის შესახებ ეცნობება ავტორს და ეძლევა მას გონივრული ვადა (თუმცა არაუმეტეს 7 დღისა) ხარვეზების გამოსასწორებლად.

მიღებული ნაშრომები, გადის ანტიპლაგიატის პროგრამულ ტესტს. თუ ნაშრომი არ აკმაყოფილებს აღნიშნულ ტესტს და აღმოჩნდა, რომ დარღვეულია აკადემიური ეთიკის წესები, რეაგირება მოხდება ამ დებულების  მე-14  მუხლის მიხედვით.

Message body empty