სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

გამოცემები

სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარის მიერ  შინაარსობრივი რეცენზირებისათვის ნაშრომი ეგზავნებათ დარგობრივ მიმართულებებს. მიმართულების თავმჯდომარის შერჩევით, მიმართულების ერთ-ერთი წევრი უზრუნველყოფს ნაშრომის დახურულ (blind) რეცენზირებას შესაბამისი ფორმის მიხედვით. 

ნაშრომის ავტორის ვინაობა არ არის ცნობილია მიმართულების წევრისათვის. ხოლო, ნაშრომის ავტორისთვის არ არის ცნობილი რეცენზანტის/რეცენზანტების ვინაობა. იმ შემთხვევაში, თუ არის ინტერესთა კონფლიქტი ავტორსა და მიმართულების წევრებს შორის (მაგალითად მიმართულების წევრი არის ავტორი ან თანაავტორი), ნაშრომი იგზავნება გარე რეცენზირებისათვის.

იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი ინტერდისციპლინარულია, იგი შეიძლება გაეგზავნოს ორ ან მეტ დარგობრივ მიმართულებას რეცენზირებისთვის. გარე რეცენზირების დროს, ისე როგორც შიდა რეცენზირების შემთხვევაში პროცესი არის დახურული (blind).

რეცენზირების ვადა შეადგენს 2 კვირას.

ნაშრომების შერჩევას, შესაბამისი დარგობრივი მიმართულების განხილვის შემდეგ, ახდენს სარედაქციო კოლეგია. 

შერჩეული ნაშრომების ავტორებს კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

Message body empty