სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

დეკანის მიმართვა

ძვირფასო ახალგაზრდებო და მომავალო სტუდენტებო,

თითოეული თქვენგანი ფიქრობს - აღმოაჩინოს მისთვის შესაფერისი გარემო, სადაც  მიიღებს ხარისხიანი განათლებას და პარალელურად, ბედნიერ სტუდენტურ ცხოვრებას გაატარებს.

თუ თქვენ დაინტერესებულნი ხართ ბაკალავრიატის საფეხურზე - საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკის ან ფსიქოლოგიის, ხოლო მაგისტრატურაში - კლინიკური ფსიქოლოგიის ან სოციალური ფსიქოლოგიის პროგრამაზე სწავლით - მაშინ, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სწორედ ის ადგილია, რომელსაც შეუძლია სრულად დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნები და ინტერესები.

ჩვენი ფაკულტეტის ყველა საგანმანათლებლო პროგრამა ჰარმონიულად ერწყმის სტუდენტთა და შრომის ბაზარზე მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიან განათლებაზე დომინირებულ თანამედროვე მოთხოვნებს. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ თეორიულ ცოდნასთან ერთად გამოიმუშაონ დასაქმებისთვის საჭირო უნარები და სწავლის პროცესშივე გამოცადონ ის პრაქტიკაში. 

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ნებისმიერი სტუდენტისათვის ხელმისაწვდომია საუნივერსიტეტო ულტრათანამედროვე და კომფორტული ინფრასტრუქტურა, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო აუდიტორიები და კომპიუტერული ცენტრები, საერთაშორისო სტანდარტების ბიბლიოთეკა და მისი მრავალფეროვანი რესურსი, მედია ლაბორატორია, ფსიქოლოგიური კლინიკა, სპორტული და  სხვა სერვისები.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაგხვდებათ ძლიერი აკადემიური გუნდი, SEU გრანტები, გაცვლითი პროგრამები, დასაქმებისა და კარიერული განვითარების ეფექტური მოდელები, მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების საუკეთესო შესაძლებლობები.

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს დიპლომატთა კლუბი, მედია კლუბი და ფსიქოლოგთა კლუბი.

ჩვენთვის უმთავრესი ამოცანაა გაგიზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, რასაც თქვენ წარმატებით გამოიყენებთ საკუთარი პიროვნული თუ კარიერული განვითარებისთვის, ასევე, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. ამისათვის, მთავარია, თქვენი მონდომება და მიზანსწრაფულობა.


ჩვენი დევიზია #გაუსწარიდროს

გვჯერა, რომ გვენდობით.

წარმატებულ მომავალს გისურვებთ!

ხათუნა გაბიცინაშვილი,

ეკონომიკის დოქტორი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი

Message body empty