სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

მედიცინის ფაკულტეტი

დეკანის მიმართვა

ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მედიცინის ფაკულტეტის სახელით, რომელიც არის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი და განვითარებადი ფაკულტეტი არამხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ საქართველოში.

სეუ-ს მედიცინის ფაკულტეტი გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტის დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ინტეგრირებულია ექვსწლიან სასწავლო გეგმაში, ითვალისწინებს საბაზისო და კლინიკური დისციპლინების სწავლებას და ხორციელდება ინგლისურ ენაზე, რაც დასაქმების მეტ შესაძლებლობას იძლევა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომით ბაზარზე.

მედიცინის ფაკულტეტის ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა, უახლესი ლაბორატორიები და მაღალტექნოლოგიური სასწავლო-სამედიცინო აღჭურვილობა შესანიშნავ სასწავლო გარემოს უქმნის სტუდენტებს დაეუფლონ დარგის სპეციფიკას და გამოიმუშაონ საჭირო უნარ-ჩვევები.

ჩვენი ფაკულტეტი ცდილობს მოიზიდოს აბიტურიენტები, რომლებიც პროფესიის არჩევამდე აცნობიერებენ, რომ მათი სწავლის პერიოდი იქნება რთული, მაგრამ საინტერესო პროცესი და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც მათი წარმატებული პროფესიული კარიერის საწინდარია და ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ემსახურება.

ამ მიზნის მიღწევაში თქვენს გვერდით იქნებიან ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც არიან დარგის ცნობილი და აღიარებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, გააჩნიათ მრავალწლიანი საექიმო და პედაგოგიური გამოცდილება.

თითოეული თქვენგანის  ნიჭიერება და სიბეჯითე მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ფაკულტეტზე სწავლის პროცესში შეძენილი ცოდნისა და უნარების გამოყენებით თქვენი ღვაწლი შეიტანოთ არა მარტო ქართული მედიცინის განვითარებაში, არამედ  მსოფლიო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდასა და თქვენ პირად კარიერულ წინსვლაში.

ჩვენ ყოველთვის მივადევნებთ თვალს თქვენს წარმატებებს და, დარწმუნებულნი ვართ, ვიამაყებთ თქვენი მიღწევებით.


ჩვენი დევიზია #გაუსწარიდროს

შეხვედრამდე,

მაკა ადვაძე

მედიცინის ფაკულტეტის დეკანი

 

 

Message body empty