სეუ-ს ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი ლიტერატურა, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალსა და სტუდენტებს თანამედროვე წიგნადი ფონდით, როგორც ელექტრონული სახის, ასევე ციფრულ მატარებლებზე არსებული რესურსებით.
საბიბლიოთეკო რესურსებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამეცნიერო მონაცემთა ელექტრონულ ბაზებს და ელექტრონული ბიბლიოთეკას, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებულ ლიტერატურას საუნივერსიტეტო პროგრამების ყველა მიმართულებით.