ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის პროფესიასთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებაში ხელის შეწყობა;
სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობით, სტუდენტებისთვის სტუდენტური ცხოვრების გახალისება;
თეორიული ინფორმაციის მიღებასთან ერთად, პრაქტიკული სავარჯიშოების გაკეთება;
ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისთვის ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარების გამომუშავება;
კლუბის საზოგადოებრივი აღიარების ხარისხისა და პრესტიჟის ამაღლება.
კლუბის საქმიანობის მიმართულებებია:
პროფესორ მასწავლებლებთა და სტუდენტ ფსიქოლოგთა თემატური შეხვედრების ჩატარება;
ინფორმაციის გავრცელება კლუბის საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
გამოცდილი და კომპეტენტური ვიწრო სპეციალისტების ხელმძღვანელობით, ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულების ირგვლივ, სტუდენტთა დისკუსიების მოწყობა;
ქართველ და უცხოელ მეცნიერთა მიმართ მიძღვნილი საღამოების (იუბილეების) მოწყობა, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ფსიქოლოგიის მეცნიერების განვითარებაში;
მრავალფეროვანი ღონისძიებების ჩატარების მიზნით, ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებთან, პროფესორ მასწავლებლებთან და ვიწრო სპეციალისტებთან თანამშრომლობა (როგორც სეუ-ს აკადემიურ პერსონალთან, ასევე უნივერსიტეტს გარეთ არსებულ პროფესიონალებთან).