სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრი

დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები 

  • ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრი (შემდგომში - ცენტრი) არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU-ს (შემდგომში - უნივერსიტეტი) სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული.
  • ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს წინამდებარე დებულების მიხედვით, რომელსაც ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.
  • ცენტრის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.
  • ცენტრი აერთიანებს უნივერსიტეტში მოღვაწე იურიდიული, ბიზნესისა და ტექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების პროფესორებს, რომლებიც ახორციელებენ დარგობრივ, ინტერდისციპლინურ ან შედარებით კვლევებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან  დაკავშირებით.

მუხლი 2. ცენტრის მიზნები

ცენტრის მიზნებია: 

  • ევროპული ინტეგრაციის, როგორც სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და ისტორიული მოვლენის სამეცნიერო კვლევა;
  • ინტერდისციპლინური ხედვის საფუძველზე ევროპულ საკითხებთან დაკავშირებული კვლევა;
  • ევროპასთან დაკავშირებული საკითხების მეცნიერული ან პრაქტიკული პრობლემებისა და საზოგადოებაში აქტუალური საკითხების კვლევა;
  • საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კვლევა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების და სხვა სტრატეგიული სამართლებრივი დოკუმენტების ჭრილში.
  • კვლევის შედეგების განზოგადება, წინადადებების შემუშავება და სამეცნიერო-აკადემიურ წრეებში დისკუსიაზე გატანა (კონფერენციების, სიმპოზიუმების და სხვა საჯარო განხილვების ფორმატში);

 

მუხლი 3. ცენტრის საქმიანობის მიმართულებები 

ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: 

  • ინტერდისციპლინური და დარგობრივი კვლევითი პროექტების განხორციელება, როგორც უნივერსიტეტის, ისე საგარეო დაფინანსების საფუძველზე;
  • კვლევით საქმიანობაში ახალგაზრდა და გამოცდილი მკვლევარების თანაბარი ჩართვა;
  • კვლევის შედეგების ფართოდ გავრცელება და ხელმისაწვდომობა, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტების, ისე სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის;
  • კვლევის შედეგების სასწავლო დისციპლინებში ასახვა და დანერგვა.
     

მუხლი 4. კვლევითი ცენტრის საქმიანობის სფეროები 

4.1. ცენტრი ამ დებულების მე-2 მუხლში დასახელებული მიზნების მისაღწევად: 

  • თანამშრომლობს სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კვლევით დაწესებულებებთან;
  • თანამშრომლობს ადგილობრივ და უცხოეთის სასწავლო-კვლევით დაწესებულებებთან;
  • მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში, ან საკუთარი ძალებით ახდენს მათ განხორციელებას. პერიოდულად ატარებს საერთაშორისო და ეროვნულ კონფერენციებს, სემინარებს და სამუშაო შეხვედრებს, რომელიც ემსახურება ინსტიტუტის კვლევების შედეგების წარმოჩენას.
  • ცენტრი კვლევას ახორციელებს თემატური კვლევითი პროექტის ფარგლებში.
     

მუხლი 5. ცენტრის სტრუქტურა 

  • ცენტრი შედგება ცენტრის ხელმძღვანელის (დირექტორის), კოორდინატორის, მკვლევარების და დარგობრივი კვლევითი ჯგუფების ხელმძღვანელებისაგან (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში);
  • ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი;
  • ცენტრის ფარგლებში შესაძლოა შეიქმნას დარგობრივი კვლევითი       ჯგუფები, რომელსაც ხელმძღვანელობს დარგობრივი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;
  • ცენტრის სამეცნიერო საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის სამეცნიერო საბჭო.

მუხლი 6. ცენტრის ხელმძღვანელი (დირექტორი)

  • ცენტრის ხელმძღვანელს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.
  • ცენტრის ხელმძღვანელს შესაძლოა მიეცეს ანაზღაურება. ანაზღაურების ოდენობა და პირობები განისაზღვრება მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

ცენტრის დირექტორი: 

  • ორგანიზაციულ მმართველობას უწევს ცენტრის საქმიანობას. ცენტრის სამეცნიერო საბჭოსთან ერთად ხელმძღვანელობს ცენტრის სამეცნიერო საქმიანობას;
  • სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითად სამეცნიერო მიმართულებებს;
  • ორგანიზებას უწევს სამეცნიერო პროექტების დაფინანსებას, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
  • ხელს უწყობს ცენტრის სამეცნიერო კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა სახის ორგანიზაციებთან;
  • ორგანიზებას უწევს სამეცნიერო კვლევათა გამოქვეყნებას;
  • ეწევა ცენტრის საგარეო და საშინაო წარმომადგენლობას, სათანადო მინდობილობის საფუძველზე.

 

მუხლი 7. ცენტრის დარგობრივი კვლევითი ჯგუფის ხელძღვანელი 

  • ცენტრს შეიძლება ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე დარგობრივი კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი, სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით.
  • დარგობრივი კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი:
  • ხელმძღვანელობს შესაბამისი დარგის მკვლევართა ჯგუფის მუშაობას;
  • შეიმუშავებს ახალ კვლევით ინიციატივებს და წარუდგენს მას ცენტრის ხელმძღვანელს და ცენტრის სამეცნიერო საბჭოს განსახილველად;
  • ინტერდისციპლინური მუშაობისას წარმოადგენს დარგობრივი კვლევითი ჯგუფის მოსაზრებას;
  • ზრუნავს ახალი სამეცნიერო პერსონალის ჩართვაზე ცენტრის ფარგლებში განხორციელებულ კვლევებში.
     

მუხლი 8. ცენტრის სამეცნიერო პერსონალი

  • წინამდებარე დებულების მიზნებისთვის ცენტრის სამეცნიერო პერსონალში მოიაზრება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და ის მკვლევარები, რომელთაც უნივერსიტეტში არ აქვთ დაკავებული აკადემიური თანამდებობა.

მუხლი 9. ცენტრის სამეცნიერო საბჭო 

  • სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ვიცე-რექტორის წარდგინებით უნივერსიტეტის რექტორი ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობას, რომლის წევრიც შესაძლოა იყოს ცენტრის დირექტორი, ცენტრის დარგობრივი კვლევითი ჯგუფების ხელმძღვანელებ. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში ასევე შესაძლოა შედიოდეს სხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე აკადემიური პერსონალი ან/და მკვლევარი.
  • ცენტრის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს ცენტრის ხელმძღვანელი.

სამეცნიერო საბჭო განიხილავს და წყვეტს ცენტრის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს, კერძოდ:

  • განიხილავს და ამტკიცებს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა გეგმებს;
  • განიხილავს სხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებს;
  • ისმენს და განიხილავს ცალკეულ მკვლევართა საქმიანობის ანგარიშებს;
  • განიხილავს ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებს, უცხო ქვეყნების სამეცნიერო დაწესებულებებთან ერთობლივი პროექტების შესრულების მიმდინარეობას;
  • ისმენს და განიხილავს ინსტიტუტის თანამშრომელთა ანგარიშებს უცხოეთში სამეცნიერო მივლინების შესახებ;
  • ადგენს კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირების მიზანშეწონილობის საკითხებს;
  • უფლებამოსილია ყველა იმ საკითხზე, რომელიც ცენტრის სამეცნიერო აქტივობასა და საქმიანობას შეეხება.
  • ცენტრის სამეცნიერო საბჭოს სხდომებს წარმართავს ცენტრის ხელმძღვანელი.
  • ცენტრის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა. საბჭო საკითხს წყვეტს ღია კენჭისყრით, თუ არ დადგინდა გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების აუცილებლობა;
  • სამეცნიერო საბჭოს სხდომის მიმდინარეობის თაობაზე დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
  • სამეცნიერო საბჭოს მდივანი არის ცენტრის კოორდინატორი.

მუხლი 10. ცენტრის კოორდინატორი

ცენტრის კოორდინატორი:

  • კოორდინაციას უწევს ცენტრის მიერ გამართულ მუშაობას, უზრუნველყოფს ცენტრის მიერ, ან მისი მონაწილეობით ჩატარებული პროექტების ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას;
  • ახდენს ახალი პროექტების ინიცირებას და მათი განხორციელებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოძიებას, მის დამუშავებას და ცენტრის დირექტორისთვის წარდგენას;
  • ცენტრის კოორდინატორი ანგარიშვალდებულია ცენტრის დირექტორის წინაშე.
  • ცენტრის კოორდინატორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი, ცენტრის დირექტორის წარდგინების საფუძველზე.
     

მუხლი 11. ცენტრის მკვლევარი

  • ცენტრის მკვლევარი შეიძლება იყოს, როგორც აკადემიური, ისე მოწვეული პერსონალი, რომელიც მონაწილეობას იღებს ცენტრის გეგმით გათვალისწინებული პროექტის (პროექტების) შესრულებაში. ცენტრის მკვლევარს აქვს აკადემიური და სამეცნიერო თავისუფლება. მას უფლება აქვს:
  • დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, მეთოდები და საშუალებები;
  • მონაწილება მიიღოს დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებსა და სხვა ღონისძიებებში;
  • წარმართოს ნებისმიერი სახის საქმიანობა, რომელიც შესაბამისი/დაკავშირებული იქნება ცენტრის ამოცანების შესრულებასთან.

მუხლი 12. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტა

  1. ცენტრის საქმიანობის შეწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერ დროს სამეცნიერო საბჭოს, ან უნივერსიტეტის რექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
Message body empty