სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

მონაცემთა მეცნიერება

 პროგრამის აღწერა

მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა შემუშავებულია საქართველოს ეროვნულo უნივერსიტეტი სეუ-ს „საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, გადასინჯვისა და შეწყვეტის პროცედურების შესაბამისად“. პროგრამა შედგენილია დარგში არსებული თანამედროვე გამოწვევებისა და ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, მიმართულია უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის სწავლების შედეგების გამომუშავებაზე, რაც მოცემულ სფეროში ღრმა და სისტემური ცოდნის მიცემას და სფეროს სხვადასხვა ქვედარგის შესახებ სტუდენტის ჩართულობას ისახავს მიზნად. უფრო დეტალურად კი, პროგრამა ფოკუსირებულია ისეთ დარგობრივ კომპეტენციებზე, როგორიცაა, თანამედროვე კომპიუტერული მეცნიერების საფუძვლების ცოდნა და მათი პრაქტიკაში გამოყენება, რაც ესოდენ ესაჭიროებათ ორგანიზაციებს ინფორმაციის სწორად მართვისათვის.

მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის შინაარსი, მოცულობა და კომპლექსურობა შეესაბამება უმაღლესი განათლების მეორე საფეხურს. პროგრამის შინაარსი ითვალისწინებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობებსა და სწავლის შედეგებს. პროგრამის სტრუქტურა თანმიმდევრული და ლოგიკურია. შინაარსი და სტრუქტურა უზრუნველყოფს პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევას.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია მონაცემთა მეცნიერების მაგისტრი შესაბამისობაშია პროგრამის შინაარსთან და სწავლის შედეგებთან. პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტების სწავლების ენა - ქართულია. ძირითადი სასწავლო მასალები წარმოდგენილია ქართულ ენაზე, რიგი დამატებითი მასალები მოყვანილია უცხოენოვანი წყაროების ფორმითაც (ინგლისურ ენაზე).

მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა აგებულია შემდეგი პრინციპით: სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსები. სტუდენტისათვის სავალდებულოა სამაგისტრო ნაშრომის შესრულება.


მონაცემთა მეცნიერება - სამაგისტრო პროგრამასასწავლო გეგმა

ზოგადი ინფორმაცია