აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობა
SEU-ს აკადემიურ პერსონალს, რომელსაც აქვს ინგლისურად სალექციო კურსის ჩატარების გამოცდილება, აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს მობილობით პარტნიორ უნივერსიტეტებში ერთი კვირიდან 2 თვემდე ვადით. მობილობის პერიოდი და ვადა განისაზღვრება პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ.
მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალი:
- სააპლიკაციო ფორმა;
- პასპორტის ასლი;
- რეზიუმე;
- სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან;
- დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის კომპეტენციას (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი):
- შესაბამისი ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი;
- ცნობა სეუდან შესაბამისი ენობრივი კომპეტენციის დონის დამდგენი ტესტის ჩაბარების შესახებ;
- ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების (არანაკლებ 3 წელი) დამადასტურებელი ცნობა.
შეფასების კრიტერიუმები:
- სტუდენტების მიერ აკადემიური პირის შეფასების მაჩვენებელი;
- ხარისხის სამსახურის მიერ აკადემიური პირის შეფასების რეიტინგი;
- პროგრამის ხელმძღვანელის მიერ აკადემიური პირის შეფასების რეიტინგი;
- აკადემიური პირის კვლევითი პროდუქტიულობის მაჩვენებელი (არსებობების შემთხვევაში);
- მოტივაცია (შეფასდება შესარჩევი კომისიის მიერ სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე).
შერჩევა:
- კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს შესარჩევი კომისია, წარმოდგენილი დოკუმენტაციის და შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე.
დაფინანსება:
- Erasmus+ გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ფარავს მგზავრობის ხარჯს და გასცემს სტიპენდიებს.
- აკადემიურ პერსონალზე ყოველდღიური სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება Erasmus+ პროგრამის წესდების და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად 100 იდან 160 ევროს რაოდენობით.
- მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება ხდება მშობლიურ და მასპინძელ ქალაქებს შორის არსებული მანძილის შესაბამისად.
ქალაქებს შორის მანძილი ასანაზღაურებელი თანხა:
- 10 კმ-იდან 99 კმ-ის ჩათვლით - 20 ევრო თითოეულ მონაწილეზე;
- 100კმ-იდან 499 კმ-ის ჩათვლით - 180 ევრო თითოეულ მონაწილეზე;
- 500კმ-იდან 1999 კმ-ის ჩათვლით - 275 ევრო თითოეულ მონაწილეზე;
- 2000 კმ-იდან 2999 კმ-ის ჩათვლით - 360 ევრო თითოეულ მონაწილეზე;
- 3000 კმ-იდან 3999 კმ-ის ჩათვლით - 530 ევრო თითოეულ მონაწილეზე;
- 4000 კმ-იდან 7999 კმ-ის ჩათვლით - 820 ევრო თითოეულ მონაწილეზე;
- 8000 კმ და მეტი - 1300 ევრო თითოეულ მონაწილეზე.