არ მსურს გამოწერა

SEU-ს შესახებ

მისია

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მისიაა შექმნას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო გარემო, რომელიც სასწავლო პროცესში ძლიერი თეორიული, პრაქტიკული და კვლევითი კომპონენტების სინთეზის გზითა და ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის მეშვეობით მოამზადებს კონკურენტუნარიან პროფესიონალებს ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებზე. სეუ უზრუნველყოფს პიროვნების მრავალმხრივ განვითარებას და ზოგასაკაცობრიო ღირებულებების მქონე სოციალურად პასუხისმგებელი პროფესიონალის ჩამოყალიბებას.

სეუ თავისი მისიის განხორციელების მიზნით თანამედროვე ევროპული საგანმანათლებლო სტანდარტების შესატყვისად უზრუნველყოფს:

აკადემიურ თავისუფლებას არჩევანის თავისუფლებას და შესაძლებლობებს კრიტიკული აზროვნების გამომუშავებას საკუთარი ქმედებების შედეგებზე პასუხისმგებლობის გრძნობის გაცნობიერებას წარმატების წახალისებას სტუდენტის პიროვნული შესაძლებლობების გამოვლენის და განვითარების ხელშეწყობას

საგანმანათლებლო მომსახურება სეუ-ში ხორციელდება:

  • თანამედროვე გამოწვევების შესატყვისი ცოდნის შეთავაზებით;
  • შეზღუდული შესაძლებლობების სტუდენტებისათვის სწავლის ხელსაყრელი პირობების შექმნით;
  • სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისებით;
  • საქართველოსა და უცხოეთის უმღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობით;
  • კურსდამთავრებულთათვის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი როლის შესრულების პერსპექტივის უზრუნველყოფით;

უნივერსიტეტი თავის საგანმანათლებლო საქმიანობას წარმართავს ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების, მედიცინის, სამართლისა და განათლების აკადემიური მიმართულებებით.