საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვის წესი
საბაკალავრო ან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი (ატესტატი) ან მასთან გათანაბრებული და, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვებს სწავლის უფლებას აღნიშნულ პროგრამაზე და გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას სეუ-ში.
აბიტურიენტთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია სეუ-ში მიმდინარეობს რექტორის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში.
ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის აუცილებლი დოკუმენტებია:
- განცხადება;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- 2 ფოტოსურათი 3X4, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის).
ადმინისტრაციული რეგისტრაციის დასრულების შემდგომ გამოიცემა რექტორის ბრძანება აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ.
პირი, რომელიც ვერ მოხვდა რექტორის ბრძანებაში დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, უფლებამოსილია, მიმართოს სეუ-ს ჩარიცხვის მოთხოვნით რექტორის ბრძანების გამოცემიდან მომდევნო წლის პირველ ივნისამდე. ამ გზით პირის ჩარიცხვა სეუ-ში გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.
სეუ-ში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასაშვებია:
უცხოენოვან პროგრამაზე ჩარიცხვა
სეუ-ს უცხოენოვან პროგრამაზე სტუდენტის დაშვებისთვის განისაზღვრება შემდეგი დამატებითი წინაპირობები:
- ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული სტუდენტებისათვის დგინდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესაბამისი უცხო ენის ჩაბარების ვალდებულება და განისაზღვრება ამ გამოცდაში კომპეტენციის ზღვარი, რომელიც აისახება პროგრამაში.
საერთაშორისო სერტიფიკატის შესაბამისობა პროგრამით მოთხოვნილ ენობრივი კომპეტენციის დონესთან განისაზღვრება შემდეგი სქემით:
- A2 დონის ენობრივი კომუნიკაციის კომპეტენციის დამადასტურებლად მიიჩნევა:Cambridge English Key (KET), PTE General Level 1, PTE Academic 30-42;
- B1 დონის ენობრივი კომუნიკაციის კომპეტენციის დამადასტურებლად მიიჩნევა: Cambridge English Preliminary (PET)б BEC Prelim, IELTS 4-4.5, TOEFL iBT 57-86, TOEIC 550, PTE General Level 2, PTE Academic 43-58, Trinity ISE I
- B2 დონის ენობრივი კომუნიკაციის კომპეტენციის დამადასტურებლად მიიჩნევა: Cambridge English First (FCE), BEC Vantage, IELTS 5-6.5, TOEFL iBT 87-109, Michigan ECCE, PTE General Level 3, PTE Academic 59-75, Trinity ISE II
- C1 დონის ენობრივი კომუნიკაციის კომპეტენციის დამადასტურებლად მიიჩნევა: Cambridge English Advanced (CAE) BEC Higher, IELTS 7-8, TOEFL iBT 110-120, TOEIC 880, PTE General Level 4, PTE Academic 76-84
- ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მოპოვების მსურველი პირების პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით ატარებს გასაუბრებას და უზრუნველყოფს აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობას.