სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ჩარიცხვა

მაგისტრატურა

SEU-ს მიერ განსაზღვრული სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია მიმდინარეობს SEU-ში, რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში.

ადმინისტრაციული რეგისტრაცია მოიცავს მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ შემდეგი აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენას: 

  • პირადობის მოწმობა (ასლი);
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (შესაძლებელია ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის წარმოდგენა, დროებით, გონივრული ვადით)
  • საერთო სამაგისტრო საგამოცდო ბარათი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები (ამონაბეჭდი საიტიდან naec.ge)
  • ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის)
  • უცხო ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

მაგისტრობის კანდიდატებთან, რომლებმაც ჩააბარეს შიდა გამოცდები (გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი), იგზავნება შეტყობინება SEU-ს სახელით ან/და სია ქვეყნდება SEU-ს  ვებგვერდზე (პერსონალურ მონაცემთა დაცვით) გამოცდების დასრულებიდან 3 დღის ვადაში.

მაგისტრანტობის კანდიდატთა გამოცდის შედეგების SEU-ს ოფიციალურ ვებგვერდეზე გამოქვეყნებიდან 3 დღეში მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს გაასაჩივროს შიდა გამოცდების შედეგები, რომელსაც განიხილავს საპრეტენზიო საბჭო და იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღის ვადაში.

გასაჩივრების პროცედურების დასრულების შემდეგ გამოვლინდება მაგისტრატურაში ჩასარიცხ კანდიდატთა ვინაობა, რომლებმაც საერთო სამაგისტრო გამოცდისა და SEU-ს შიდა გამოცდების შედეგების საფუძველზე უფლება მოიპოვეს სწავლა გააგრძელონ SEU-ს შესაბამის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
 

ჩარიცხვა სამაგისტრო გამოცდების გარეშე

SEU-ში საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე სწავლა დასაშვებია: 

  • მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში; სასწავლო პროცესის რეგულირების წესი გვ. 7/28.
  • საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/ სწავლობდნენ (უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში) და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
  • მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“

საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

Message body empty