სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

კონფერენციები და ღონისძიებები

სტუდენტური კონფერენცია SEU ISSC 2019

03 თებერვალი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი წინანდლის ქ. N17 12:00

ბიანუალური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია SEU ISSC 2019-ისთვის სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების მიღება დაიწყო. მულტიპროფილური კონფერენცია საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტურიზმი
  • სამართალი
  • სოციალური მეცნიერებები (ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა)
  • განათლება და ჰუმანიტარული მეცნიერებები
  • ჯანდაცვა/მედიცინა
  • მატემატიკა და ზუსტი მეცნიერებები
  • ინჟინერია და ინფორმატიკა


სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომები გაივლიან რეფერირებას.

  • კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.
  • ნაშრომების წარმოდგენა განხორციელდება როგორც ზეპირი, ასევე პოსტერული პრეზენტაციის სახით. 
  • სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
  • აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
  • მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს ორი ავტორი). მონაწილეს ან მონაწილეთა ჯგუფს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ ორი სამეცნიერო ნაშრომი.
  • დაიბეჭდება საკონფერენციოდ მიღებული ნაშრომების აბსტრაქტები.
  • საუკეთესო ნაშრომები გამოქყვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
  • მონაწილე სტუდენტებს კონფერენციის დასრულების ცერემონიაზე გადაეცემათ სერთიფიკატები.
  • კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია. 
  • კონფერენციაში მონაწილეობა ფინანსდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ.
  • კონფერენციაზე რეგისტრაცია (მონაწილის ელექტრონული რეგისტრაცია და სტატიის წარმოდგენა) წარმოებს 2018 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.

საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტები

საკონფერენციო ნაშრომები მიიღება მისამართზე [email protected]

Message body empty