სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

კონფერენციები და ღონისძიებები

სტუდენტურ, სამეცნიერო საერთაშორისო ონლაინ კონფერენციისთვის სამეცნიერო ნაშრომების მიღება

16 თებერვალი
zoom.us

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს.

მოხსენებები მიიღება შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნესი, ტურიზმი, ეკონომიკა, მართვა;
  • სამართალი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ფსიქოლოგია;
  • ჟურნალისტიკა;
  • მედიცინა.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების პირობები:

სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს მოცემულ ბმულზე არაუგვიანეს 2020 წლის 25 დეკემბრისა.

სეუ-ს მიერ კონფერენციაში მონაწილეობის დადასტურების შემთხვევაში საკონფერენციო ნაშრომის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2021 წლის 15 იანვრისა.

ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტების მიხედვით.

აბსტრაქტი და ნაშრომი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.

კონფერენციაზე, ნაშრომების წარმოდგენა აუცილებელია პრეზენტაციის სახით.

მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 თანაავტორისა. გამონაკლისი შესაძლებელია, დაშვებულ იქნას ინტერდისციპლინარული ნაშრომის შემთხვევაში).

მონაწილეს ან თანაავტორებს შეუძლიათ, წარმოადგინოს მხოლოდ ერთი მოხსენება.

წარმოდგენილი ნაშრომები გაივლიან რეცენზირებას და პლაგიატზე შემოწმებას.

სტუდენტურ ნაშრომს (გარდა დოქტორენტებისა) უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძვანელი, რომელიც არის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.

მონაწილეთა ნაშრომები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს აკადემიური პატიოსნების სტანდარტს. 

ყველა ნაშრომი, რონმელიც დააკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს საკონფერენციო მასალების კრებულში. 

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული/ინგლისური.

კონფერენციის ვადები:

  • რეგისტრაციის (აბსტრაქტის წარმოდგენის) ვადა ბმულზე არაუგვიანეს 2020 წლის 25 დეკემბრისა
  • საკონფერენციო ნაშრომის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2021 წლის 15 იანვრისა (Conference@seu.edu.ge)
  • განსაზღვრული ვადების დარღვევით გამოგზავნილი ნაშრომები არ მიიღება.
  • კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2021 წლის 16 -17თებერვალი, ონლაინ Zoom ის პლატფორმაზე.
  • კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და მასზე დასწრება თავისუფალია.
  • კითხვები, კონფერენციის თაობაზე მოგწერეთ ელ-ფოსტაზე: conference@seu.edu.ge

საკონფერენციო ნაშრომები მიიღება ამავე ელ-ფოსტაზე.

საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტები

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო რეცენზირებული ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში.