სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

შეხვედრა თეგეტა მოტორსის წარმომადგენლებთან - „დაიწყე კარიერა თეგეტაში“

14 ნოემბერი
14:00

14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში დამსაქმებლის დღეების ფარგლებში გაიმართება შეხვედრა თეგეტა მოტორსის წარმომადგენლებთან, სადაც სტუდენტები გაეცნობიან პროექტს „დაიწყე კარიერა თეგეტაში“. ღონისძიება ჩატარდება კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით.

პროექტის ფარგლებში დაინტერესებულ სტუდენტებს ეძლევათ შანსი შეისწავლონ ავტოინდუსტრიის სფერო თეგეტა აკადემიაში, სწავლება იქნება სრულად დაფინანსებული კომპანიის მხრიდან, აკადემიის დასრულების შემდეგ საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას (1500, 1000, 800 ლარის ოდენობით, არასაპრიზო ადგილზე გასულები 500 ლარის ოდენობით) და დაიწყებენ ანაზღაურებად სტაჟირებას კომპანიაში. აღნიშნულ პროექტში ჩართვა შეუძლია ყველას ვისაც აინტერესებს ავტოინდუსტრია და კარიერული წინსვლა დიდ ჰოლდინგურ კომპანიაში.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ სამუშაო გამოცდილების გარეშე

სასწავლო კურსი ჩატარდება თბილისში და სრულად დაფინანსდება თეგეტა მოტორსის მიერ.

დრო: 14:00 საათი.

ადგილი:  SEU-ს ახალი კამპუსი, აუდიტორიის შესახებ წინასწარ მიიღებთ ინფორმაციას.

შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, 13 ნოემბრის ჩათვლით გთხოვთ, გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია:https://shorturl.at/jvOY6 


Message body empty