15 ნოემბერს, კომუნიკაციის კომისიის წარმომადგენლები კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, SEU-ს სტუდენტებთან გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას მედიაწიგნიერების კონკურსთან დაკავშირებით.
სტუდენტებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისია უკვე მეათედ ატარებს მედიაწიგნიერების კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“.
გამოვლენილ გამარჯვებულებს კომუნიკაციების კომისიისგან ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცემათ.
სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ კომისიის მედიაწიგნიერების პროექტებში და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს გაუზიარონ.
საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, 14 ნოემბრის ჩათვლით გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://shorturl.at/cefGL
დრო: 12:00 საათი.