18 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩატარდება პროექტი: „ქართული ფილმით ნათქვამი საბჭოთა რეალობა“.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება თენგიზ აბულაძის ფილმის „მონანიება“ ჩვენება.
აპრილის თვე საქართველოს ისტორიაში ჩვენი გმირების სისხლით ჩაიწერა. პროექტის მიზანია, შევაფასოთ ის საბჭოთა პოლიტიკის სისასტიკე და თავისუფლებისთვის გაღებული მსხვერპლი, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილია.
დასაწყისი 15:00 საათი, დასწრება თავისუფალია.
პროექტი SEU-ს კლუბის „სტუდენტები ევროკავშირის გზაზე“ ორგანიზებით და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართება.
კინოჩვენებაზე დასასწრებად რეგისტრაცია გაიარეთ მოცემულ ბმულზე, 17 აპრილის 17:00 საათამდე: