19 აპრილს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართება ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტთა ლოგიკური და ანალიტიკური მსჯელობის განვითარებას, სტუდენტთა ჩართვას საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
პროექტის შინაარსი - პროექტი მოიცავს 24 კითხვას, რომელიც განაწილდება 2 რაუნდად. თითო რაუნდი მოიცავს 12 შეკითხვას. გუნდების მაქსიმალური რაოდენობა - 10. (გუნდში მონაწილეების რაოდენობა 4-6).
ყველა გუნდს აუცილებლად უნდა ჰყავდეს კაპიტანი. ასევე აუცილებელია ყველა გუნდს ჰქონდეს სწორად შერჩეული დასახელება, რომელიც უშუალოდ უნდა შეესაბამებოდეს ინტელექტუალურ თამაშს.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU-ს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია დარეგისტრირდეთ ქვემოთ მოცმულ ბმულზე 17 აპრილის ჩათვლით.
კაპიტანი გუნდს არეგისტრირებს მოცემულ ლინკზე:
რეგისტრაცია
დასაწყისი 16:00 საათი.
თამაშს ეყოლება 2 გამარჯვებული, პირველი და მეორე ადგილის მფლობელებს გადაეცემათ სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები.
ინტელექტუალური თამაში ტარდება SEU-ს ბიზნესის კლუბის და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით.