ჟან მონეს მოდულის - „ევროპის მწვანე შეთანხმება - სამართლიანი გარდაქმნა განათლებაში“ ფარგლებში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აცხადებს მონაწილეთა შერჩევას საზაფხულო სკოლისთვის - „ევროპის მწვანე შეთანხმება - სამართლებრივი პერსპექტივები“.
„ევროპის მწვანე შეთანხმება - სამართლიანი გარდაქმნა განათლებაში“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულია, რომელიც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს კოორდინირებით ხორციელდება და მისი მიზანია ევროპის კავშირის მწვანე შეთანხმების ძირითადი კომპონენტების კვლევა, სწავლება და ცნობიერების ამაღლება. პროექტი ასევე მოიცავს მწვანე პოლიტიკასთან დაკავშირებული ევროპული გამოცდილების გაზიარებას და საზოგადოებაში შესაბამისი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
საზაფხულო სკოლის მიზანია მონაწილეებს გააცნოს მწვანე ტრანსფორმაციის მთავარი მექანიზმები და სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლებიც მომიჯნავე დისციპლინებთან კავშირში ევროპის მწვანე შეთანხმების ირგვლივ ერთიანდება. ლექციების, სამუშაო ჯგუფების, ინსტიტუციური ვიზიტებისა და ჯგუფური პროექტების დახმარებით მონაწილეები შეისწავლიან შესაბამის კონსტიტუციურ, გარემოსდაცვით, კონკურენციისა და ადამიანის უფლებათა კანონმდებლობასა და მათ პრაქტიკულ გამოვლინებებს ევროკავშირის მდგრადობის დღის წესრიგის კონტექსტში.
საზაფხულო სკოლა გაიმართება 2024 წლის 22 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით. სპეციალური მოწვევით, საზაფხულო სკოლის ფარგლებში, ლექციებს წაიკითხავენ პროფესორები:
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სამართლის, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტების სტუდენტებს.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა 2024 წლის 23 ივნისის ჩათვლით.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და განსაზღვრულია 40 მონაწილისთვის, რომლებიც საზაფხულო სკოლის ბოლოს მიიღებენ ორენოვან სერტიფიკატს.
საზაფხულო სკოლის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: [email protected]
ინფორმაციას, აგრეთვე, შეგიძლიათ გაეცნოთ პროექტის ვებ-გვერდზე. - https://greendeal.ge/