სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სამეცნიერო მულტიდისციპლინარული კონფერენცია SEU SMC 2024

09 ივლისი

ჩატარების თარიღი: 9 ივლისი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამეცნიერო მულტიდისციპლინარულ კონფერენციაზე SEU SMC 2024 რეგისტრაცია დაიწყო!

მულტიდისციპლინალური კონფერენცია საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევარებსა და დოქტორანტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნესი, ტურიზმი, ეკონომიკა, ადმინისტრირება;
  • სამართალი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ფსიქოლოგია;
  • ჟურნალისტიკა;
  • მედიცინა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები.


კონფერენციაში მონაწილეობის მიღების პირობები:

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს ბმულზე არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივლისისა.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური

ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს სამეცნიერო ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით. საკონფერენციო ნაშრომის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივლისისა ელ. ფოსტაზე [email protected]

მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები

მონაწილეს ან თანაავტორებს შეუძლიათ წარმოადგინოს მაქსიმუმ ერთი სამეცნიერო ნაშრომი

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და მასზე დასწრება თავისუფალია

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს საკონფერენციო მოხსენებათა კრებულში, იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი აკმაყოფილებს ჟურნალის მიერ დადგენილ სტანდარტებს.


დამატებითი ინფორმაცია:

2024 წლის 9 ივლისი, სეუ-ს კამპუსში წინანდლის 9, თბილისი

კითხვები, კონფერენციის თაობაზე მოგწერეთ ელ-ფოსტაზე: [email protected]

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი

რეგისტრაცია და ნაშრომების მიღება დაშვებულია მხოლოდ დადგენილ ვადებში.

რეგისტრაცია კონფერენციაზე

Message body empty