სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ვორკშოპი თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება”

20 ივნისი

20 ივნისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში სტუდენტური კლუბების წარმომადგენლებისთვის გაიმართება ვორკშოპი თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება”.

თემის მომხსენებლები იქნებიან ციფრულ მეცნიერებათა კლუბის წარმომდგენლები და SEU-ს მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის პროგრამის სტუდენტები.

ვორკშოპი მოიცავს პრაქტიკულ აქტივობებსა, რომელთა მიზანია ხელოვნური ინტელექტის მიმართ ცოდნისა და ინტერესის გაღრმავება.

შეხვედრისას განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • რა არის ხელოვნური ინტელექტი;
  • რამდენ კატეგორიად იყოფა;
  •  როდიდან იღებს სათავეს ხელოვნური ინტელექტი;
  • როგორ ვიყენებთ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალური პრობლემების გადასაჭრელად.


დასაწყისი: 13:00 საათი.

ხანგრძლივობა: 90 წუთი

ადგილი: აუდიტორიის შესახებ წინასწარ მიიღებთ ინფორმაციას

დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი. 

დაინტერესებულმა პირებმა 18 ივნისს 18:00 საათამდე გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:

დარეგისტრირდი

ადგილები შეზღუდულია.

მასტერკლასი ტარდება ციფრულ მეცნიერებათა კლუბის ორგანიზებითა და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით.

Message body empty