საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU და ანტიკორუფციული ბიურო აცხადებს მიღებას ერთობლივ საზაფხულო სკოლაში, რომელიც 12-16 აგვისტოს გაიმართება.
პროექტის მიზანია საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებისთვის ანტიკორუფციული მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის
სტუდენტებს და/ან კურსდამთავრებულებს.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 29 ივლისი, ადგილები შეზღუდულია.
პროექტის სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/EaMqHjrvs2hR3AB88
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://shorturl.at/Z0Xqj