16 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდება შეხვედრა თემაზე: „როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება''.
შეხვედრის მომხსენებელი: შოთა ბერულავა, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის სკოლა ანიმოტერმის თანადამფუძნებელი.
შეხვედრის მიზანია, ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე მეცნიერულად სანდო ინფორმაციის გაზიარება და მოზარდების ცნობიერების ამაღლება. მოსწავლეები გაეცნობიან, თუ რა არის სინამდვილეში თვითშეფასება, რა ფაქტორები ახდენენ გავლენას თვითშეფასების ჩამოყალიბებასა და ცვლილებაზე.
დასაწყისი: 17:00 საათი.
ღონისძიება გაიმართება განათლების ადმინისტრირებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების ორგანიზებით.