12 – 16 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU კარიერული განვითარების კვირეულს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც წამყვანი კომპანიების HR მენეჯერები და წარმომადგენლები განიხილავენ ისეთ აქტუალურ საკითხებს როგორიცაა: როგორ ვიპოვნოთ სასურველი სამსახური? როგორ დავსაქმდეთ სასურველ კომპანიაში? ეფექტური სამოტივაციო წერილის შედგენა და სხვა.
კვირეული SEU-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართება.
კარიერული განვითარების კვირეული მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული მართვის კომპეტენციების განვითარებას.
ტრენინგების თემები იხილეთ:
12 ოქტომბერი (ორშაბათი)
- თემა: ჩვენ გეძებთ შენ! ანუ როგორ მოვხვდეთ სასურველ კომპანიაში
- სპიკერი: HR Hub-ის დამფუძნებლები: ანა გზირიშვილი და ანა ნავდარაშვილი.
- ონლაინ საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო
- ფორმა: https://bit.ly/3iG8rgp
- საათი: 18:00 სთ
13 ოქტომბერი (სამშაბათი)
- თემა: ქოუჩინგი კარიერული წარმატებისთვის
- სპიკერი: გვანცა ბარაბაძე - პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, ქოუჩი, NLP პრაქტიკოსი, ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია ICF საქართველოს წარმომადგენლობის ბორდის წევრი.
- ონლაინ საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო
- ფორმა: https://bit.ly/3nz00H5
- საათი: 13:00 სთ
13 ოქტომბერი (სამშაბათი)
- თემა: როგორ შექმნა სტარტაპი?
- რა ხერხები არსებობს ინვესტორის მოსაძიებლად?
- რა არის პიჩი და პიჩ დეკი, როგორი უნდა იყოს ის?
- სპიკერი: მარიამ გაგუა - საქართველოს ბანკის მობაილ ბანკის “product owner”-ი კომპიუტერული ინჟინერი და კონსულტანტი.
- ონლაინ საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო
- ფორმა: https://bit.ly/3dcdSlT
- საათი 19:00 სთ
15 ოქტომბერი (ხუთშაბათი)
- თემა: დასაქმების პლატფორმა hiro.ge-ს პრეზენტაცია / როგორ ვიპოვნოთ სასურველი სამსახური?
- სპიკერი: თაკო მესხიძე - დასაქმების პორტალი ჰიროსა და ტრენინგ ცენტრი ერუდიოს ხელმძღვანელი.
- ონლაინ საჯარო ლექციაზე ჩართვის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/2SH1BN8
- საათი: 17:00 სთ
16 ოქტომბერი (პარასკევი)
- ლიბერთი ბანკის ვაკანსიები SEU - ს სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის.
- დასწრების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/30OIs0e
- საათი: 15:00 სთ
16 ოქტომბერი (პარასკევი)
- თემა: რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა; დამსაქმებელთან გასაუბრების
- ტექნიკა.
- სპიკერი: ირმა მიქაძე - HR საკონსულტაციო კომპანია „რეფრეიმის“ ხელმძღვანელი, ამერიკის HR ასოციაციის წევრი, ლიდერობის და HR მენეჯმენტის ISO სერტიფიცირებული ტრენერი.
- ონლაინ საჯარო ლექციაზე ჩართვის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3dc5KSm
- საათი: 19:00 სთ
დარეგისტრირებულ პირებს ონლაინ შეხვედრის ბმული თითოეული ღონისძიების დაწყებამდე 2 საათით ადრე გაეგზავნებათ სარეგისტრაციო ბმულზე მითითებულ ნომრებზე.
შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ლიცენზირებული პრემიუმ ვერსიის გამოყენებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურს.
ტელ: 2 90 00 00 (27)
E-mail: career@seu.edu.ge