სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

COBERM საგრანტო კონკურსი - მშვიდობა და შერიგება

24 ნოემბერი

COBERM (ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი) და გაერთიანებული სამეფოს ფონდი მდგრადი მშვიდობისათვის (COBERM-ის დამატებითი ფინანსური მექანიზმი), აცხადებს საგრანტო განაცხადების კონკურსის პირველ რაუნდს ინოვაციურ საპროექტო იდეებზე, მათ შორის აკადემიური  დაწესებულებებისთვის.

კონკურსი მიზნად ისახავს იმგვარი საპროექტო წინადადებების გამოვლენას, რომლებიც მიმართულია მზარდ და გრძელვადიან თანამშრომლობაზე, რაც მოახდენს დადებით გავლენას კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენაზე და შექმნის ხელსაყრელ პირობებს მშვიდობის მშენებლობისა და შერიგებისთვის.

უპირატესობა მიენიჭება მათ შორის ინიციატივებს ძლიერი ანალიტიკური და/ან აკადემიური კვლევის კომპონენტით სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, ექსპერტებისა და სხვა რელევანტური ინსტიტუტების მხრიდან.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 18 დეკემბერი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში:

Message body empty