მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს.
მოხსენებები მიიღება შემდეგი მიმართულებებით:
- ბიზნესი, ტურიზმი, ეკონომიკა, მართვა;
- სამართალი;
- საერთაშორისო ურთიერთობები;
- ფსიქოლოგია;
- ჟურნალისტიკა;
- მედიცინა.
- კონფერენციაში მონაწილეობის მიღების პირობები:
სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს მოცემულ ბმულზე არაუგვიანეს 2020 წლის 25 დეკემბრისა: https://docs.google.com/forms
- სეუ-ს მიერ კონფერენციაში მონაწილეობის დადასტურების შემთხვევაში საკონფერენციო ნაშრომის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2021 წლის 15 იანვრისა.
- ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტების მიხედვით
- აბსტრაქტი და ნაშრომი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
კონფერენციაზე, ნაშრომების წარმოდგენა აუცილებელია პრეზენტაციის სახით.
მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 თანაავტორისა. გამონაკლისი შესაძლებელია, დაშვებულ იქნას ინტერდისციპლინარული ნაშრომის შემთხვევაში).
- მონაწილეს ან თანაავტორებს შეუძლიათ, წარმოადგინოს მხოლოდ ერთი მოხსენება.
- წარმოდგენილი ნაშრომები გაივლიან რეცენზირებას და პლაგიატზე შემოწმებას.
- სტუდენტურ ნაშრომს (გარდა დოქტორენტებისა) უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძვანელი, რომელიც არის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.
- მონაწილეთა ნაშრომები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს აკადემიური პატიოსნების სტანდარტს.
- ყველა ნაშრომი, რონმელიც დააკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს საკონფერენციო მასალების კრებულში.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული/ინგლისური.
კონფერენციის ვადები:
- რეგისტრაციის (აბსტრაქტის წარმოდგენის) ვადა ბმულზე არაუგვიანეს 2020 წლის 25 დეკემბრისა
- საკონფერენციო ნაშრომის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2021 წლის 15 იანვრისა (Conference@seu.edu.ge)
- განსაზღვრული ვადების დარღვევით გამოგზავნილი ნაშრომები არ მიიღება.
- კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2021 წლის 16 -17თებერვალი, ონლაინ Zoom ის პლატფორმაზე.
- კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და მასზე დასწრება თავისუფალია.
- კითხვები, კონფერენციის თაობაზე მოგწერეთ ელ-ფოსტაზე: conference@seu.edu.ge
საკონფერენციო ნაშრომები მიიღება ამავე ელ-ფოსტაზე.
საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტები
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო რეცენზირებული ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში.