სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე

22 იანვარი
zoom.us

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებენ ესეების კონკურსსა და ონლაინ კონფერენციას.

კონკურსის მიზანი პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების განვითარების ხელშეწყობაა.  პროექტი  ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში ხორციელდება.

სტუდენტებმა ესე უნდა მოამზადონ არსებული ჩამონათვალიდან ერთ-ერთ თემაზე:

  • დისტანციური სწავლების დროს სტუდენტების პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • დისტანციური სწავლების დროს სკოლის მოსწავლეების პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • COVID-19 პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის შესახებ პერსონალურ მონაცემების დაცვა;
  • COVID-19 პანდემიის პირობებში ონლაინ მომსახურებისას პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • COVID-19 პანდემიის პირობებში არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვა;
  • COVID-19-ის გავლენა მონაცემთა უსაფრთხოებაზე;

არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების ინტერნეტში გაზიარების საფრთხეები.
პირველ ეტაპზე კონკურსანტების შეფასება მოხდება შერჩეულ თემაზე მომზადებული აბსტრაქტების მიხედვით.

მოხსენებათა აბსტრაქტები, შესაბამისი აპლიკაციის ფორმით, 11-დან 22 დეკემბრის ჩათვლით მიიღება შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]

წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ: „ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის“.

შესაბამისი აბსტრაქტის წარმოდგენის შემდეგ, საკონფერენციო თემების შერჩევა მოხდება თემატიკის რელევანტურობიდან, შინაარსის მნიშვნელობიდან და  აქტუალობიდან გამომდინარე. ინფორმაცია აბსტრაქტების შეფასების შედეგების შესახებ სტუდენტებს ეცნობებათ 25 დეკემბერს. დადებითი პასუხის შემთვევაში, სტუდენტებს ესეს სრული მოცულობით მოსამზადებლად განესაზღვრებათ დამატებითი ვადა.

ესეს შეფასება:

ესეების  შეფასებისა და  კონფერენციაზე მათი წარმოდგენის ძირითადი კრიტერიუმებია:

  • კონკურსის თემასთან/მიზანთან შესაბამისობა;
  • მსჯელობა, არგუმენტაცია;
  • ესეს სტრუქტურა;
  • ინოვაციურობა/შემოქმედებითი მიდგომა;
  • ნაშრომის ორიგინალურობა;
  • ენობრივი ნორმების და აკადემიური სტანდარტების დაცვა.

ესეს მოსამზადებლად ნაშრომის შესრულების წესსა და სტანდარტს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.

ნაშრომებს შეაფასებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან დაკომპლექტებული ორმხრივი კომისია.

კონკურსის შედეგების შესაბამისად:

  • შეირჩევა 15-მდე საუკეთესო ესე, რომელთა ავტორების მონაწილეობითაც ჩატარდება ონლაინ კონფერენცია;
  • შერჩეული ესეები გამოიცემა ბეჭდური სახით;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 28 იანვარს გამოვლინდება 3 საუკეთესო ესეს ავტორი, რომლებიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში 2 თვიან სტაჟირებას გაივლიან.
  • გამარჯვებული ესეები გამოქვეყნდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სეუ-ს ვებგვერდებზე. ასევე, გავრცელდება სოციალურ მედიაში. 
  • კონფერენცია გაიმართება 2021 წლის 22 იანვარს, ონლაინ ფორმატში ყველა ინფორმაციას კონკურსის მსვლელეობის შესახებ მონაწილეები მიიღებენ მათ მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ. ფოსტაზე.  

დაგეგმილ კონფერენციაზე რეგისტრაცია წინასწარ გამოცხადდება და მასზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალი იქნება.

გისურვებთ წარმატებებს!

Message body empty