21-26 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გიწვევთ სეუ-ს ჟურნალისტიკის პროგრამის და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მიერ ორგანიზებულ ტრენინგების კვირეულზე სახელწოდებით: „პროფესია – ჟურნალისტი“.
კვირეული მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ცოდნის ამაღლებას ჟურნალისტიკის სფეროში მიმდინარე ცვლილებების და გამოწვევების, პროფესიული სტანდარტების, მედიაინდუსტრიაში საქმიანობისთვის შესაბამისი პრაქტიკული უნარების შესახებ.
კვირეულის ფარგლებში სპიკერები ისაუბრებენ ჟურნალისტიკის ისეთ თემებზე როგორიცაა:
- მედია-ეთიკის სტანდარტები;
- კრიზისული სიტუაციების გაშუქება;
- ქართული სპორტის ჟურნალისტიკა;
- ბავშვთა საკითხების გაშუქება მედიაში;
- კულტურის საკითხები მედიაში;
- ტელეჟურნალისტი და თანამედროვე ტექნოლოგიები.
თემა: „სპორტის ჟურნალისტიკა“ ქართული სპორტის ჟურნალისტიკის გენეზისი და განვითარების ეტაპების მნიშვნელოვანი ასპექტები
- დრო & თარიღი: 21.12.2020 – 14.00
- სპიკერი: ვაჟა დანელია - სეუს მოწვეული ლექტორი; სპორტის ჟურნალისტი; სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალისტიკის მიმართულებით; საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე; სერგეი მესხის, ნოდარ გუგუშვილისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრემიების ლაურეატი;
- სარგეისტრაციო ფორმა: https://forms.gle/3yKKMLKqRbe9KJqc6
თემა: „ინფორმაცია ღია მონაცემებიდან“
- რა არის ღია მონაცემები, რითი განსხვავდენა დახურული ინფორმაციისგან. სად და როგორ მოვიძიოთ ღია ინფორმაცია და როგორ გამოვიყენოთ.
- დრო & თარიღი: 22.12.2020 13:00
- სპიკერი: რუსუდან მაჩაიძე, საერთშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, უფროსი ანალიტიკოსი, სეუ-ს ასოცირებული პროფესორი.
- სარგეისტრაციო ფორმა: https://forms.gle/HbM11dva5FQsXWZn7
თემა: „რა გამოწვევების წინაშე დგას ტელეჟურნალისტი თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში“.
- დრო & თარიღი: 23.12.2020 - 13.00
- სპიკერი: თინათინ მაჭარაშვილი - მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ასისტენტ-პროფესორი.
- სარგეისტრაციო ფორმა: https://forms.gle/mu8PmmggHpEs5QHy7
თემა: „რა არის კულტურა, ცოცხალი ტექსტი, რამდენად მიემართება ერთმანეთს კულტურული ტრადიცია, თანამედროვე თემატიკა და ინტერპრეტაცია.“
- დრო & თარიღი: 24.12.2020 – 13.00
- სპიკერი: ხათუნა ჭანიშვილი - სეუს მოწვეული ლექტორი, ასოცირებული პროფესორი,
- ტელეჟურნალისტი.
- სარგეისტრაციო ფორმა: https://forms.gle/U9gowYiPNzcuZQSG8
თემა: „ბავშვთა საკითხების გაშუქება“ - ლექციის მიზანია,მონაწილეებმა შეიმეცნონ მედიის პასუხისმგებლობა - დაიცვას ბავშვის ინტერესები
- დრო&თარიღი: 25.12.2020 – 13.00
- სპიკერი: ნინო ჩერქეზიშვილი სეუ-ს ასისტენტ პროფესორი, ხეოლოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ჟურნალისტი.
- სარგეისტრაციო ფორმა: https://forms.gle/wSYUAyqjvBAjHjZ9A
თემა: „კრიზისული სიტუაციების გაშუქება“ - ტრენინგზე განხილულ იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა:
- როგორ აშუქებს მედია კრიზისულ სიტუაციებს
- რაზე უნდა ამახვილებდეს მედია კონფლიქტების, კრიზისული სიტუაციებისა და ბუნებრივი კატასტროფების დროს ყურადღებას
- რა ეთიკურ სტანდარტებს უნდა იცავდეს მედია
- დრო & თარიღი: 26.12.2020 შაბათი – 16.00
- სპიკერი: თამარ ნარინდოშვილი-მასობრივი კომუნიკაციების დოქტორი; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუს მოწვეული ლექტორი; გადაცემა „პირველი ხაზის“ პროდიუსერი.
- სარგეისტრაციო ფორმა: https://forms.gle/Y8sqt1x61i9LrZpp7
დარეგისტრირებულ პირებს ონლაინ შეხვედრის ბმული ღონისძიების დაწყებამდე 2 საათით ადრე გაეგზავნებათ მითითებულ ნომრებზე. შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ლიცენზირებული პრემიუმ ვერსიის გამოყენებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს.
ტელ: 2 90 00 00 (27)
E-mail: [email protected]