სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

უნიკალური შესაძლებლობა საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველთათვის

23 დეკემბერი
საფრანგეთი, პარიზი

პარიზის უნივერსიტეტი Université Paris-Saclay სამაგისტრო სტიპენდიების კონკურსს აცხადებს 2021-2022 სასწავლო წლის პროგრამებისთვის. სტიპენდია სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობის მიხედვით, 1 ან 2 წლის ვადით გაიცემა და შეადგენს 1,000 ევროს თვეში (წელიწადში 10 თვის ოდენობით) რაც ითვალისწინებს ცხოვრების, სწავლის და ყოველდღიურ ხარჯებს. უნივერსიტეტი ასევე ფარავს სავიზო და სამგზავრო ხარჯებს 1,000 ევროს ოდენობით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა კანდიდატმა წარმატებით გაიაროს Université Paris-Saclay ერთერთ სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია და დაშვებულ იქნას ამ პროგრამაზე. კანდიდატების შერჩევა მოხდება აკადემიური მოსწრების
გათვალისწინებით.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 16 მაისი კონკურსის პირობების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს:

https://www.universite-paris-saclay.fr

აპლიკაციის პროცესში დასახმარებლათ მიმართეთ სეუს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს [email protected]

Message body empty