სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ვებინარი თემაზე: სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობები მკვლევარებისთვის

25 იანვარი
zoom.us 15:00

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ ორგანიზებული ვებინარის მიზანია, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს გაუზიაროს ინფორმაცია და მიაწოდოს პრაქტიკული რჩევები ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში ცნობადობის ამაღლების თაობაზე.

ვებინარი გაიმართება 2021 წლის 25 იანვარს 15 საათზე და განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • მკვლევარის სამეცნიერო პროფილის სახეები და მათი შექმნა;
  • ბიბლიოგრაფიული მენეჯერები;
  • ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი;
  • სამეცნიერო გრანტების მოპოვების შესაძლებლობები;
  • მაღალრეიტინგული სამეცნიერო ჟურნალების მოძიების ტექნიკა და სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში;
  • მნიშვნელოვანი დეტალები სამეცნიერო სტატიის საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად;
  • როგორ ავიმაღლოთ საერთაშორისო სამეცნიერო ცნობადობა/ციტირების ინდექსი;
  • ცნობადი და ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ბაზები.

ვებინარში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუ-ს აკადემიურ პერსონალს. სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების აკადემიური პერსონალისათვის განკუთვნილია 10 ადგილი. ვებინარში მონაწილეობის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. 

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ 22 იანვრის 18:00 საათამდე ბმულზე

Message body empty