სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა”

01 მარტი
zoom.us 1 - 5 მარტი

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა ჩატარდება.

ღონისძიების მიაზნია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალში მონაწილეობას ოცდაათამდე კომპანია იღებს.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომელთა ნახვაც კანდიდატებს www.Studentjob.ge-ზე შეუძლიათ. დასაქმების მსურველები შეარჩევენ მათთვის სასურველი კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ კი მათთვის ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან, რომლებიც კანდიდატების დასაქმების გადაწყვეტილებას კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად მიიღებენ.

სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს,  კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს.

დასასრულს კი, მსმენელებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ. შეხვედრები გაიმართება ონლაინ ზუმის (Zoom.us) პლატფორმის გამოყენებით.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით ლინკზე:  https://bit.ly/3pgic8l

დარეგისტრირების შემდეგ, კომპანიის ონლაინ სესიის წინ, მონაწილეები SMS შეტყობინების სახით მიიღებენ Zoom – ის  ლინკს, რომლის მეშვეობითაც პირდაპი მოხვდებიან მათ მიერ წინასწარ შერჩეული დამსაქმებლების სესიებზე).

ონლაინ ფესტივალის უპირატესობები კანდიდატებისთვის:

  • გაიცნოთ კომპანია და მათი პირობები;
  • გაესაუბროთ დამსაქმებელს ნებისმიერი ადგილიდან;
  • დასვათთქვენთის საინტერესო კითხვები;
  • სახლიდან გაუსვლელად იპოვოთ სამსახური.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვი:

  • დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://hrhub.ge/dasakmebis-online-festivali/
  • ვაკანსიები და კომპანიების პროფაილები განთავსებულია აქ: Studentjob.ge
  • დამსაქმებლების ინტერვიუები განთავსებულია აქ: https://hrhub.ge/hr-bl/
  • კანდიდატების სარეგისტრაციო ლინკი: https://bit.ly/3pgic8l
Message body empty